თანხის დაგროვება სტაბილური მომავლის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ის გაუთვალისწინებელ და დაუგეგმავ ხარჯებთან გამკლავებაშიც გვეხმარება. ბანკში განთავსებისას დანაზოგს საპროცენტო სარგებელი ერიცხება და მეტი თანხის შეგროვება უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი.

ფინკა ბანკი სხვადასხვა ტიპის დეპოზიტს გთავაზობთ – შეარჩიეთ თქვენი მიზნის მიხედვით დაგროვების საიმედო და ხელსაყრელი მეთოდი და ბანკი თქვენს დეპოზიტზე ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს შემოგთავაზებთ.

გასაკუთრებით მიმზიდველია ლარში განთავსებული ვადიანი და ზრდადი ანაბრის საპროცენტო განაკვეთი, რაც შეადგენს წლიურ 14.30%-მდე ( ეფექტური 13.40%-მდე).  დეპოზიტების არჩევანი და თითოეული მათგანის საპროცენტო სარგებლისა და პირობების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

ფინკა ბანკში დეპოზიტის განთავსებით თქვენი დანაზოგი კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.

დეპოზიტის გასახსნელად შეავსეთ ფორმა ან ეწვიეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს. თუკი სარგებლობთ ფინკა ბანკის ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით ან ტელეფონბანკით ფილიალში მოსვლა არ დაგჭირდებათ – დეპოზიტს დისტანციურად, მარტივად გახსნით.

ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ბანკის 20 წლიან წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას.