სამართლებრივი ინფორმაცია2018-09-20T01:23:20+00:00

ვებ გვერდი იმართება სს ფინკა ბანკი საქართველოს მიერ საზოგადოებისთვის ჩვენი სამუშაოს გაცნობისა და ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიზნით. როგორც ცალკეული ვებ გვერდის საავტორო უფლებები, ასევე მასზე განთავსებული ინფორმაცია ეკუთვნის სს ფინკა ბანკ საქართველოს (შემდგომში “ფინკა ბანკი”). არცერთი ტექსტის, ასლისა თუ გამოსახულების გამოყენება არ შეიძლება არც ნაწილ-ნაწილ და არც მთლიანად (გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც აღებულია საჯარო დომენიდან) ფინკა ბანკის წერილობითი ნებართვის გარეშე.

ფინკა ბანკი აფასებს თქვენს მხარდაჭერას და უზრუნველყოფს თქვენი უსაფრთხოების დაცვას ჩვენს ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განთავსებისას.

ფინკა ბანკი მაქსიმალურად ცდილობს, უზრუნველყოს ბანკის ონლაინ ვიზიტორების უსაფრთხოება. ჩვენ არ ვითხოვთ რეგისტრაციას ან ვებ გვერდზე ნახვის მიზნით რაიმე ინფორმაციის მოწოდებას. ჩვენ არ ვაგროვებთ პერსონალური იდენტიფიკაციის მონაცემებს  ვიზიტორებისგან მათგან ფარულად და მათი სურვილის გარეშე. ფინკა ბანკი გარწმუნებთ, რომ კონფიდენციალურია ყველას ვინაობა, ვინც ამ ვებ გვერდის მეშვეობით გვიკავშირდება. უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

სს ფინკა ბანკი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12, 0186, თბილისი, საქართველო

Tel: (+99532) 2207410/11/12; Fax: (+995 32) 2207413;

ცხელი ხაზი : (+995 32) 2244949; *4949

ელ.ფოსტა: fincageo@finca.ge

ასევე შეგიძლიათ მოგვწეროთ, თუ:

  • გაქვთ შეკითხვები ზოგადი ინფორმაციის შესახებ;
  • გაქვთ რაიმე სახის კომენტარი ან გსურთ პასუხის მიღება;
  • გსურთ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მიღება;
  • გსურთ მხოლოდ ბეჭდური მასალის ფოსტით მიღება;
  • გსურთ, რომ აღარ იყოთ ელექტრონული ან ბეჭდური კომუნიკაციის სიაში;

ინფორმაციის შეგროვება

ზემოთხსენებულის შესაბამისად, ფინკა ბანკი არ ითხოვს ვიზიტორებისგან რეგისტრაციას ან ვებ გვერდისთვის ნახვისთვის პირადი იდენტიფიკაციის ინფორმაციის მოწოდებას. ჩვენ არ ვაგროვებთ პერსონალური იდენტიფიკაციის მონაცემებს ადამიანებისგან, თუკი მათ თავად არ აქვთ ამის სურვილი. ჩვენ ვაგროვებთ ისეთ არამაიდენტიფიცირებელ მონაცემებს ვიზიტორებისგან შიდა განხილვის მიზნებისთვის, როგორიცაა ვიზიტორების საერთო რაოდენობა, ნანახი გვერდები და სხვა არამაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. გაერთიანებულ ინფორმაციას ვიყენებთ ვებ გვერდის გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ ამ  ვებ გვერდის მოხმარება თქვენთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს.

არ ითხოვს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას იმ ადამიანებისგან, ვისაც სურთ თანხის შეწირვა ან ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენის გამოწერა. ფინკამ შესაძლოა გაუზიაროს ეს ინფორმაცია სერვისის მომწოდებლებს ფინკას მხრიდან მხოლოდ იმ პროცესების საწარმოებლად, როგორებიცაა საკრედიტო ბარათით გადახდები, ვებ გვერდის შენახვა ან დონორებთან კონტაქტი. ჩვენს სერვის პროვაიდერებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ინფორმაცია საკუთარი მიზნებისთვის ან გაუზიარონ სხვებს. ფინკა ბანკი არ ყიდის ინფორმაციას კომერციული საქმიანობისთვის. ჩვენ არ ვყიდით ელექტრონულ კონტაქტებს და არც არავის ვუზიარებთ.

სატელეფონო და ელექტრონული კომუნიკაცია

იმ შემთხვევაში, თუ გადმოგვცემთ თქვენი ტელეფონის ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, შესაძლოა პერიოდულად მიიღოთ ინფორმაცია ფინკა ბანკის სიახლეების შესახებ, როგორიცაა კვარტლური საინფორმაციო ბიულეტენი, წლიური ანგარიში ან სხვა. თუკი არ გსურთ ასეთი ინფორმაციის მიღება ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ fincageo@finca.ge, ან დაგვირეკოთ ზემოთხსენებულ ნომერზე ან მოგვწეროთ ზემოთ ხსენებულ მისამართზე. ასევე ჩვენთან შეთანხმებით და დადგენილი წესების შესაბამისად უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გამოყენების შეწყვეტა, გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.

 კარიერის გვერდი

ფინკა ბანკი იმ ადამიანებისგან, რომლებიც სტუმრობენ კარიერის გვერდს ითხოვს საკონტაქტო ინფორმაციას (სახელს, ელექტრონულ ფოსტას, მისამართს) ისევე, როგორც ისეთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა რეზიუმე ან სამოტივაციო წერილი. ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ პერსონალის მიერ და არ ზიარდება გარე ორგანიზაციებთან.

პროფილი

ფინკა ბანკი Cookies და LOG- ფაილების მეშვეობით ინახავს ინფორმაციას რათა თვალყური ადევნოს ვიზიტორების  პრიორიტეტებს ფინკა ბანკის ვებ გვერდთან დაკავშირებით, მაგრამ ამ გზით არ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას და არც ვუზიარებთ მესამე მხარეს.

Cookies

Cookies არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც შენახულია თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე როდესაც ჩვენს ვებ გვერდზე შემოდიხართ. ფინკა ბანკი იყენებს Cookies რათა გაანალიზოს ჩვენი ვებ გვერდის ჯამური ტრაფიკის მოდელი და ჩვენი ონლაინ ვიზიტორების ვებ გვერდზე ყოფნა უფრო მოსახერხებელი გახადოს. Cookies  არ ვიყენებთ რაიმე პერსონალური ინფორმაციის შესანახად ან შესაგროვებლად. ბევრი ბრაუზერი გვთავაზობს Cookies დაბლოკვის ან მოშორების ფუნქციას. თქვენ შეგიძლიათ წარმატებით შემოხვიდეთ ჩვენს საიტზე დაბლოკილი Cookies ფუნქციით, მაგრამ Cookies ჩართულად დატოვება დაგვეხმარება ჩვენი ვებ გვერდის ეფექტურობისა და გამოყენების გაზრდაში.

Log- ფაილები

როგორც სტანდარტული ვებ-გვერდების სერვერების უმეტესობა, ჩვენც ავტომატურად ვაგროვებთ გარკვეულ ინფორმაციას და ვინახავთ Log ფაილებში. ეს ინფორმაცია მოიცავს ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს, ბრაუზერის ტიპს, ინტერნეტ სერვისის მომწოდებელს (ISP), საწყის ბმულს (საიდანაც მოხდა მომხმარებლის გადმომისამართება) და ბოლო ნანახ გვერდს(საიდანაც მომხმარებელმა დატოვა ვებ გვერდი, პლატფორმის ტიპს, დროს/თარიღს და კლიკების რაოდენობას, ვაანალიზებთ ტენდენციებს, ვახდენთ ვებ გვერდის ადმინისტრირებას და ამასთან ვახორციელებთ საიტზე ვიზიტორების ნავიგაციის გაერთიანებულ მონიტორინგს და ვაგროვებთ ფართო დემოგრაფიულ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რომელიც არ აიდენტიფიცირებს კონკრეტულ მომხმარებელს ვებ გვერდის ადმინისტრირებისთვის, მიმართულებების გასაანალიზებლად, ვებ გვერდზე ვიზიტორის მოძრაობის მონიტორინგისთვის და, ასევე, ჩვენი მომხმარებლების დემოგრაფიული ინფორმაციის შესაგროვებლად. დამატებითი გაფრთხილების გარეშე ჩვენ ავტომატურად შეგროვებულ ამ მონაცემებს არ დავაკავშირებთ თქვენს პირად ინფორმაციას და არ გამოვიყენებთ რაიმე სხვა მიზნებისთვის.

ბმულები

ეს ვებგვერდი შეიძლება შეიცავდეს ლინკებს სხვა საიტებზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფინკა ბანკი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი სხვა საიტების შინაარსზე ან უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ვიზიტორებს, გაითვალისწინონ, რომ როდესაც ისინი ტოვებენ ჩვენს ვებ გვერდს და გადადიან სხვა გვერდზე, გაეცნონ იმ ვებ გვერდების უსაფრთხოების პირობებს, რომლებიც პირად მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს აგროვებენ. ეს უსაფრთხოების პოლიტიკა ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც გროვდება ამ ვებ გვერდის მიერ.

მშობლებისათვის

ჩვენ მოხარულები ვართ, როდესაც ახალგაზრდები სტუმრობენ FINCA.ge-ს ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მისიის შესახებ მეტის გაგების მიზნით. ფინკა ბანკი გაცნობიერებულად არ იღებს პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისგან და არც ცდილობს მათ საბაზრო სეგმენტად გამოყენებას, თუკი ეს არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.

შეტყობინება ცვლილებების შესახებ

წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერი ცვლილების შესახებ გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებ გვერდზე.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება FINCA.ge-ზე („საიტი“), რომელსაც მართავს სს ფინკა ბანკი საქართველო (შემდეგში „ფინკა ბანკი“). მოცემული „პირობები“ აწესრიგებს საიტზე თქვენს წვდომას და მის გამოყენებას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ამ პირობებს, ვინაიდან ის წარმოადგენს კანონიერ შეთანხმებას. საიტზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ, არ შეხვიდეთ ამ საიტზე.

რეგისტრაცია და მომხმარებლის მიერ მასალების განთავსება

საიტის ზოგიერთი მახასიათებელი შეიძლება ითხოვდეს რეგისტრაციას, ან მომხმარებლებს აძლევდეს  საშუალებას ატვირთონ საკუთარი გზავნილები, ფოტოები და მომხმარებლის მიერ გენერირებული სხვა კონტენტი („მომხმარებლის მიერ მასალის განთავსება“). თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ წარმოადგენთ ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას თქვენს შესახებ,  საიტის მოთხოვნების შესაბამისად და დროულად განაახლებთ ამ ინფორმაციას, რომ შენარჩუნდეს მონაცემების სისწორე. ამავე დროს პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ ატვირთულ მონაცემებზე, თქვენი მომხმარებლის სახელის და პაროლის კონფიდენციალურობაზე და, ასევე, ყველა იმ ქმედებაზე, რაც თქვენი ანგარიშითა და პაროლით შეიძლება განხორციელდეს. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ დაუყოვნებლივ აცნობებთ ფინკა ბანკს თქვენი ანგარიშისა და პაროლის  არაავტორიზებული გამოყენებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევის შესახებ. ფინკა ბანკს აქვს უფლება, მაგრამ არა ვალდებულება, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე და საკუთარი სურვილისამებრ მონიტორინგი გაუწიოს, წაშალოს, უარყოს ან ნებისმიერ დროს შეასწოროს მომხმარებლის მიერ ატვირთული ისეთი მასალა, რაც არღვევს ან ეწინააღმდეგება საიტის გამოყენების პირობებსა და უსაფრთხოების პოლიტიკას ან, თუ ფინკა ბანკი საჭიროდ ჩათვლის, რომ არსებობს რაიმე სხვა ობიექტური მიზეზი ასეთი სახის ჩარევის განსახორციელებლად.

მომხმარებლის მასალების საიტზე განთავსების მიზნით წარმოდგენისას თქვენ ნებას რთავთ ფინკას, ფინკას ფილიალებს და პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით, გამოიყენონ მუდმივი, შეუცვლელი, გადასახადისგან თავისუფალი, არაექსკლუზიური, ქვე-ლიცენზირებადი ლიცენზია ამ მასალების გამოყენებისთვის, რეპროდუცირებისთვის, მისგან წარმოებული ნაშრომების შექმნისთვის, გავრცელებისთვის, საჯაროდ წარმოდგენისთვის, გადაცემისთვის, გადატანისა და გამოქვეყნებისთვის ნებისმიერი ფორმით, მედია საშუალებით, ამჟამად ცნობილი, ან მომავალში შექმნილი ტექნოლოგიებით. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ არ ეცდებით გამოიყენოთ ე.წ. „მორალური უფლებები“ თქვენი მასალების ატვირთვისას ჩვენი ორგანიზაციის, ჩვენი ფილიალების ან პარტნიორების წინააღმდეგ.

მომხმარებლის ქცევა

  • თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, საიტი არ არის განკუთვნილი 18 წლამდე მომხმარებლებისთვის. თუკი თქვენი ასაკი 18 წელზე ნაკლებია, შეგიძლიათ არ წარმოადგინოთ და საჯარო არ გახადოთ პერსონალური ინფორმაცია. საიტის გამოყენებით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ:
  • არ დაარღვევთ კანონს ფინკა ბანკის ან ნებისმიერი მესამე მხარის საავტორო უფლებების, საფირმო ნიშნებისა და საკუთრების უფლების დარღვევის ჩათვლით, შეზღუდვების გარეშე;
  • არ შეავიწროვებთ, არ დაემუქრებით, ცილს არ დასწამებთ ან შეურაცხყოფას არ მიაყენებთ ფინკა ბანკს ან ნებისმიერ სხვა მესამე მხარეს;
  • არ წარმოაჩენთ თავს ფინკა ბანკად ან ნებისმიერ სხვა მესამე მხარედ;
  • არ ეცდებით, რომ მოიპოვოთ პაროლები, სხვისი ანგარიშები, სხვისი პირადი ხასიათის ინფორმაცია, ელექტრონული მისამართები ან სხვა სახის ინფორმაცია;
  • არ გამოაქვეყნებთ რაიმე სახის კომერციული შინაარსის მქონე მასალას, რეკლამისა და პრომო მასალის ჩათვლით, თუკი ისინი პირდაპირ არ არის ავტორიზებული ფინკა ბანკის მიერ;
  • თქვენი ქმედებით ხელს არ შეუშლით ფინკა ბანკს, ან ნებისმიერ სხვას, საიტის გამოყენებაში, ისეთი ქმედებების ჩათვლით, რაც მიმართულია საიტის შემოწმების, სკანირების ან ფინკა ბანკის სისტემისა ან ქსელის მდგრადობის ხელყოფის ტესტირების; არ დაარღვევთ ფინკა ბანკის უსაფრთხოებას ან ავთენტურობას და არ ეცდებით მიაყენოთ არამართლზომიერი ან ნებადაურთველი დატვირთვა საიტის ინფრასტრუქტურაზე;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ფინკა ბანკის მიერ განისაზღვრება, როგორც შეურაცხმყოფელი, ვულგარული, პორნოგრაფიული, უხამსი ან სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

სავაჭრო ნიშნები:

ეროვნული და საერთაშორისო სავაჭრო ნიშნებისა და უფლებების შესახებ კანონის მიხედვით პროდუქტის სახელის, კომპანიის სახელის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს, მომსახურების ნიშნის, შეფუთვის, სლოგანების, ფინკას პროდუქტებისა და დიზაინის ყველა უფლება, იმისდა მიუხედავად თუ რა ფორმითაა წარმოდგენილი, ექსკლუზიურად ეკუთვნის ფინკა ბანკს ან ფინკა ინთერნეშენალს ან სხვა უფლებამოსილ მფლობელს მიუხედავად სავაჭრო ნიშნის სიმბოლოს გამოჩენისა, და დაცულია რეპროდუქციისგან, იმიტირების, მიმსგავსების, დამაბნეველი ან შეცდომაში შემყვანი გამოყენებისგან. ამასთან, პირდაპირი გამოხატული ნებართვის გარეშე ამ სავაჭრო ნიშნების სწორად ან არასწორად გამოყენება აკრძალულია და არაფერი, არც ნაგულისხმევი და არც  განცხადებული საიტზე არ განიჭებთ ლიცენზიას ან უფლებას ფინკა ბანკის, ფინკას, მისი აქციონერების, ფილიალების ან ნებისმიერი სხვა მესამე მხარის სავაჭრო ნიშნებზე. ამ შეთანხმების ან სხვა პირობების შეთავსებით, რომლებიც მოცემულია ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენოთ ფინკა ბანკის მიერ მოწოდებული ბმული, რომელიც შეიცავს ფინკა ბანკის სავაჭრო ნიშანს (შემდგომში-ბმულს) მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განხორციელდეს გადამისამართება FINCA.ge-ზე, იმის გათვალისწინებითაც, რომ თქვენი მხრიდან ასეთი ბმულის გამოყენება არ შექმნის წარმოდგენას, რომ ფინკა ბანკი ადასტურებს, იწონებს, ასპონსორებს ან დაკავშირებულია თქვენს პროდუქტებთან, საქონელთან, მომსახურებასთან ან თქვენს ვებ გვერდთან. ამასთან, არ შეიძლება გადმომისამართდეს ისეთი ვებ გვერდიდან, რომლის შინაარსი ასახავს ან რეკლამაა პორნოგრაფიის, პარტიზანული მასალის, ასევე უნებართვო რეკლამა ცეცხლსასროლ იარაღის ან ნებისმიერ სხვა მოცემულობა ან რეკლამა, რასაც შეუძლია ფინკა ბანკის რეპუტაციისა და პრესტიჟის შელახვა.

საავტორო უფლებები

საიტი (ტექსტი, გამოსახულება, ფოტოები, გრაფიკა, მომხმარებლის ინტერფეისი, სქრინშოტები, დიზაინი და კომპიუტერული კოდები, ასევე მათი შერჩევა, კოორდინირება, ასეთი მასალების მომზადება და სხვა სახის შინაარსი) დაცულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს კანონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ. საიტის ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის ფინკა ბანკს ან ავტორიზებულ მესამე მხარეს სრული მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატების საავტორო უფლებების აქტისა, საქართველოს კანონმდებლობის და საავტორო უფლებების ყველა საერთაშორისო კანონის შესაბამისად იმ კონტენტის გარდა, რომელიც გამოაქვეყნეთ საიტზე ან წერილობით პირდაპირ გამოხატული ნებართვის გარეშე, თქვენ არ გაქვთ უფლება დააკოპიროთ, გადაამრავლოთ, გაავრცელოთ, გამოაქვეყნოთ, შეიყვანოთ მონაცემთა ბაზაში, აჩვენოთ, შეცვალოთ, შექმნათ მისგან წარმოებული ნაშრომები, გადასცეთ ან სხვა რაიმე გზით გამოიყენოთ საიტის რაიმე ნაწილი.

თუკი დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი საავტორო უფლებით დაცული ნაშრომი გადამრავლდა ან გადამისამართდა საიტიდან ავტორიზაციის გარეშე და საავტორო უფლებების დარღვევით, გთხოვთ, ჩვენს მიერ დანიშნულ საავტორო უფლებების აგენტთან:

  • მოახდინოთ იმ საავტორო უფლებებით დაცული ნაშრომის იდენტიფიცირება, რომელსაც თვლით, რომ დაირღვა;
  • მიუთითოთ მასალის სავარაუდო დამრღვევის შესახებ, რომლის წაშლასაც ითხოვთ;
  • მიუთითოთ თქვენი სახელი, მისამართი და დღის განმავლობაში მოქმედი ტელეფონის ნომერი, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი, თქვენთან საჭიროების შემთხვევაში დასაკავშირებლად;
  • განაცხადების სახით დააფიქსიროთ თქვენი კეთილგონიერი მოსაზრება, იმის შესახებ, რომ საავტორო უფლებებით დაცული მასალის გამოყენება არ იყო ავტორიზებული საავტორო უფლებების მფლობელის, აგენტის ან კანონის მიერ;
  • განცხადება, რომლის მიხედვითაც თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ზუსტი და ითვალისწინებთ ცრუ ჩვენების მიცემისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის წესს, ამასთან, ადასტურებთ, რომ განმცხადებელს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სავარაუდოდ დარღვეული ექსკლუზიური საავტორო უფლებების მფლობელის მიერ
  • ამასთან აუცილებელია, ელექტრონული ან ფიზიკური ხელმოწერა საავტორო უფლებების მფლობელისგან ან მის მიერ ავტორიზებული სხვა პირისგან, რათა დადასტურდეს საავტორო უფლებების დარღვევა და დაფიქსირდეს განცხადება.

საიტზე დარღვევების შესახებ შეტყობინებისათვის გთხოვთ მოგვმართოთ:

იურიდიული დეპარტამენტი

ვაჟა ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12, 0186, თბილისი, საქართველო

ტელ.: (+99532) 2207410/11/12; ფაქსი: (+995 32) 2207413;

ელ. ფოსტა: legalsupport@finca.ge

ასეთი განცხადების მიღების შემდეგ ჩვენ წავშლით მასალას, რომელიც არღვევს ნებისმიერი პირის საავტორო უფლებებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და შევზღუდავთ იმ მომხმარებლების პრივილეგიებს, ვინც განმეორებით დაარღვევს სხვების საავტორო უფლებებს.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვეპყრობით საიტის მეშვეობით თქვენგან მიღებულ პერსონალურ ინფორმაციას. საიტზე შესვლით თქვენ აღნიშნავთ, რომ გესმით და ეთანხმებით ინფორმაციის დამუშავების, გამოყენების და გამჟღავნების პრაქტიკის წესებს რომელიც აღწერილია ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკაში და გაერთიანებულია ამ პირობებთან, თუკი გაქვთ შეკითხვები ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე fincageo@finca.ge.

მესამე მხარის მასალა (კონტენტი) და ბმულები მესამე მხარის ვებ გვერდებთან

საიტი შეიძლება შეიცავდეს მესამე მხარის კონტენტს და ბმულებს სხვა ვებ გვერდებზე გადასასვლელად (შემდგომში-გადამისამართებულ საიტებს). ფინკა ბანკი არ იწონებს, არ ასპონსორებს, არ უწევს რეკომენდაციას ან სხვა მხრივ არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერ გადამისამართებულ საიტზე. ფინკა ბანკი ასევე არ აკონტროლებს გადამისამართებულ საიტებს და არ არის პასუხისმგებელი მათ შინაარსსა თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

გარანტიების და პასუხისმგებლობების შეზღუდვა

საიტი წარმოდგენილია „როგორც არის“ და „ყველა ნაკლით“. ფინკა ბანკი არ იძლევა არავითარ, არც გამოხატულ და არც ნაგულისხმევ გარანტიას ვებ გვერდთან დაკავშირებით, მათ შორის, ნებისმიერი შეუზღუდავი სავაჭრო გარანტიას კონკრეტულ მიზანს მორგებულობის, დაურღვევლობის, სიზუსტის, საიმედოობის ან შესრულების ჩათვლით.

არც ერთ შემთხვევაში, არც ფინკა და არც მისი აფილირებული პირები არ არიან პასუხისმგებელი პირდაპირ, შემთხვევით, შედეგობრივ, არაპირდაპირ, კონკრეტულ ან სადამსჯელო ზიანზე, რომელიც შესაძლოა საიტზე თქვენი შესვლის შედეგად მიიღოთ საიტის არასწორად გამოყენებით, ან საიტის გამოყენების შეუძლებლობით. ასევე, ფინკა არ არის პასუხისმგებელი თუ თქვენს მიერ ვერ განხორციელდა კონკრეტული ოპერაცია თქვენი მხრიდან დაშვებული შეცდომის, უზუსტობის, დეფექტის, ოპერაციის გადადების ან გადაცემის, კომპიუტერული ვირუსის, ხაზის ან სისტემური ხარვეზითაა გამოწვეული. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საიტთან დაკავშირებით, საიტის გამო წარმოქმნილი ან რაიმე გზით საიტთან დაკავშირებული დავა სხვა მომხმარებელთან, ფინკა ბანკი გათავისუფლებულია ყველანაირი პრენტეზიისგან, მოთხოვნისგან და დავასთან დაკავშირებული ყველა სახის და ტიპის ზარალისგან. ეს შეზღუდვები მოქმედებს მაშინაც კი თუკი სავარაუდო პასუხისმგებლობა განსაზღვრულია კონტრაქტით, გამოწვეულია დაუდევრობით, განსაზღვრულია მკაცრი ვალდებულებებით, ან სხვა ნებისმიერი სახის საფუძველზეა დამყარებული, ასევე იმის მიუხედავდ ჩვენ გაფრთხილებული ვიყავით თუ არა ასეთი პასუხისმგებლობის ან/და ზარალის თაობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი იურისდიქცია არ აღიარებს გამონაკლისს ან კონკრეტული ზარალის შეზღუდვას, ჩვენი პასუხისმგებლობა ასეთი იურისდიქციის დროს განისაზღვრება კანონის მიხედვით.

ზარალის კომპენსაცია

თქვენ თანახმობას აცხადებთ და გვაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ არ დაგვეკისრება ზიანის ანაზღაურება არანაირი დანაკარგის, პასუხისმგებლობის, პრეტენზიის ან მოთხოვნის, ადვოკატის გონივრული ანაზღაურების ჩათვლით გაღებული მესამე მხარისგან, თქვენს მიერ გამოწვეული (პირდაპირ და არაპირდაპირ) საიტზე შესვლით ან გამოყენებით, ან რომელიც გამოწვეულია თქვენს მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის გამო.

შეწყვეტა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წავშალოთ ან უარვყოთ მომხმარებლის მიერ საიტზე ატვირთული ან გავრცელებული ის მასალა, რაც ჩვენი პირადი დისკრეციული შეხედულებით, არღვევს წინამდებარე დოკუმენტში აღწერილ უფლებებს; შევზღუდოთ, შევაჩეროთ ან შევწყვიტოთ საიტზე ნებისმიერი მომხმარებლის აქტივობა ნებისმიერ დროს, შეტყობინებით ან მის გარეშე, თუ ჩავთვლით რომ მან დაარღვია ან არღვევს საიტის გამოყენების პირობებს.

ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნით. სხვა კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი პუნქტები კი არ დაექვემდებარება შეწყვეტას.

სხვადასხვა

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ეს პირობები ან საიტის სხვა მახასიათებლები ნებისმიერ დროს,  ჩვენი პირადი დისკრეციულობიდან გამომდინარე. პირობების ბოლო ვერსიის ნახვა შესაძლებელია საიტის მთავარ გვერდზე „საიტის გამოყენების პირობებსა“ და ”უსაფრთხოების პოლიტიკაზე” დაკლიკებით. საიტზე შესვლით და მისი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით შეცვლილ პირობებს.

„საიტის გამოყენების პირობები“ წარმოადგენს საიტის გამოყენების შესახებ სრულ შეთანხმებას ჩვენსა და თქვენს შორის. თუკი რომელიმე დებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად, ეს არ ვრცელდება დოკუმენტის დანარჩენ ნაწილზე.

კონტაქტი

საიტის გამოყენების პირობებთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართეთ:

ვაჟა ფშაველას გამზირი 71, მე-3 სართული, ოფისი 12, 0186, თბილისი, საქართველო,

იურიდიული დეპარტამენტი: legalsupport@finca.ge