შეღავათიანი აგროკრედიტი

ფინკა ბანკი გთავაზობთ შეღავათიან აგროკრედიტს, როგორც საბრუნავი, მექანიზაციის ასევე ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად.

პირობები
ვალუტა: ლარი

თანხა

  • 5 000-დან 100 000 ლარამდე (საბრუნავი საშუალებები)

          საპროცენტო განაკვეთი – წლიური 0%-დან (ეფექტური 2.45%-დან)

  • 7000-დან 150 000 ლარამდე (მექანიზაციის ქვეკომპონენტი)
  • 20 000-დან 150 000 (ძირითადი საშუალებები)

ვადა

  • საბრუნავი საშუალებებისათვის 36 თვემდე (6 თვე თანადაფინანსებით)
  • მექანიზაციის ქვეკომპონენტისათვის 60 თვემდე (48 თვე თანადაფინანსებით)
  • ძირითადი საშუალებებისათვის 60 თვემდე (48 თვე თანადაფინანსებით)

ვის შეუძლია შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავლის წყარო და მიზანი განავითაროს სოფლის მეურეობა.

საბრუნავი საშუალებების აგროკრედიტის მიზნობრიობა
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის

მექანიზაციის ქვეკომპონენტის აგროკრედიტის მიზნობრიობა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის ან/და იმპლემენტის (აგრეგატის) შესყიდვა

გადამამუშავებელი საწარმოები:
• ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება;
• ალკოჰოლური სასმელების წარმოება;
• ჩაის წარმოება და/ან დაფასოება;
• ხილის, ბოსტნეულისა და კენკროვნების გადამუშავება;
• კაკლისა და თხილის გადამუშავება;
• მატყლის, ტყავისა და ბეწვეულის წარმოება;
• მცენარეული ცხიმებისა (ზეთის, მარგარინის, ერბოს) და ხალვის წარმოება;
• ეთერზეთებისა და სუნელების წარმოება;
• სასაკლაოს მოწყობა;
• მეფუტკრეობის პროდუქციის გადამუშავება
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების წარმოება;
• ორგანული სასუქის წარმოება;
• მაკარონის ნაწარმის წარმოება.

ინფრასტრუქტურული საწარმოები:
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი საწყობები;
• მარცვლეულის საშრობები;
• სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთი მასალების წარმოება, გარდა ქაღალდის შესაფუთი მასალის წარმოებისა;
• ალკოჰოლური სასმელებისთვის მუხის კასრების წარმოება;
• ქვევრების წარმოება ღვინისთვის;

პირველადი სასოფლო-სამეურნეო საწარმოები:
• მეცხოველეობის ფერმა (მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, სესხის გაცემა უნდა მოხდეს „ფერმის კრიტერიუმების“ დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელსაც შეიმუშავებს სააგენტო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად და რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე http://rda.ge/rules);
• მეფრინველეობის ფერმა
• ფრინველის საჩეკი მეურნეობა;
• ძვირფასბეწვიანი ცხოველების ფერმა;
• სათბურები და სხვა დახურული გრუნტის წარმოება;
• თევზის წარმოება;
• მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება (გარდა ფუტკრის ოჯახების და სკების შეძენისა);
• უხერხემლო მუცელფეხებიანი ცხოველების წარმოება.

შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგი სახის სასოფლო-სამეურნეო მიმართულების საქმიანობა:
• არსებული შენობების, სათბურების, თევზის ავზებისა და ტბორების მოწყობა, რემონტი;
• ახალი შენობების, სათბურების, თევზის ავზების და ტბორების აშენება, მოწყობა, რემონტი;
• ტექნოლოგიური ხაზების, კლიმატის შემქმნელი ტექნიკისა და აპარატურის, გაყინვის დანადგარების, დენის გენერატორის, საწველი აპარატურის, საკვების მოსამზადებელი დანადგარებისა და სხვა შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
• შესანახი კამერების, სტელაჟების, ცისტერნების და შენახვის სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობების შეძენა, მონტაჟი, რემონტი;
• წყლის ჭაბურღილის მოწყობა, წყლის, ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის მოწოდების წყაროებზე და კანალიზაციაზე მიერთება, განახლებადი ენერგიის წყაროების შეძენა, მონტაჟი, მოწყობა;

შემდეგი შესაფუთი მასალების წარმოება:
• ბოსტნეულის, ხილისა და კენკრის შესანახი და გადასაადგილებელი ხის და პლასტმასის ყუთები;
• ალკოჰოლური სასმელების ჩამოსასხმელი მინისა და თიხის ბოთლები, საცობები;
• საკონსერვო და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქციისთვის მინის, თუნუქის და პლასტმასის ტარა, ხუფები;
• საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სპეც-ტექნიკისა და მისაბმელების (მტვირთავის, ნაკელის გამტანის, საკვების შემრევ-მიმწოდებლისა და სხვა) შეძენა, რემონტი;
• მხოლოდ დადგენილი ჯიშების მერძეული/მეხორცული ან/და კომბინირებული (მერძეულ/მეხორცული) მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის – სანაშენე დეკეულის ან/და მაკე უშობელი ფურების შეძენა, როგორც იმპორტის გზით, ასევე ადგილობრივ ბაზარზე (მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების ჩამონათვალს და შესყიდვის წესს გასაზღვრავს სააგენტო სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან” ერთად, რომელიც განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე http://rda.ge/rules). მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საქართველოში შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ განსაზღვრული სანაშენე მეურნეობებიდან. სანაშენე მეურნეობების სიას განსაზღვრავს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
• ფრინველის, კურდღლის, ბოცვრის, თევზის, თხის და ღორის შეძენა;
• არსებული მრავალწლოვანი კულტურების ბაღების ზვრების, პლანტაციების რემონტი/აღდგენა, კერძოდ:
• ვაზის საღვინე, საქიშმიშე და სუფრის ჯიშები (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზის);
• ხილის კურკოვანი და თესლოვანი ჯიშები;
• კაკლოვანი კულტურები;
• კენკროვანი კულტურები;
• ციტრუსოვნები და სხვა სუბტროპიკული კულტურები;
• ჩაი, დაფნა და სხვა ტექნიკური კულტურები;
• მრავალწლოვანი ყვავილები;
• მერქნის მომცემი და სწრაფად მზარდი მცენარეების სახეობები;
• საჩითილეებისა და სანერგეების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზის);
• სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);
• მრავალწლიანი ნარგავების საყრდენი სისტემების (მავთული, ბოძები) და დამცავი ბადეების რემონტი, მოწყობა (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის ღობის რემონტი, მოწყობა (ბოძები, მავთული, ეკალ-მავთული, მავთულის ბადე, ელექტრო ღობე) (გარდა რქაწითელის ჯიშის ვაზისთვის);
• მეცხოველეობისათვისა და მემცენარეობისთვის სხვადასხვა სახის ინვენტარის შეძენა.
• აუდიტორული დასკვნის საფასური, არაუმეტეს სესხის მოცულობის 1%-სა, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.

• მიწის შეძენა;
• არსებული სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების, სათბურების და სხვა შეძენა;
• სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის (ტრაქტორის, კომბაინისა და სხვა), ასევე იმპლემენტების (გუთნის, ფარცხის, სათესის, სასუქის შემტანისა და სხვა) რემონტი;
• სატრანსპორტო (გარდა სპეცტექნიკისა და მისაბმელებისა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტისა), მფრინავი და მცურავი საშუალებების შესყიდვა, რემონტი;
• მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა, რემონტი, აღჭურვა;
• სასოფლო-სამეურნეო საწარმოს წილ(ებ)ის შეძენა.
შეავსეთ განაცხადი

შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობისთვის  შეგიძლიათ ეწვიოთ ფინკას ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი აქ ან დაგვირეკოთ *4949.