შემნახველი დეპოზიტი საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ გქონდეთ ანგარიში, რომელზეც ნებისმიერი სიხშირით შეძლებთ თანხის შეტანა/გამოტანას და ამავე დროს, მიიღებთ მაღალ საპროცენტო სარგებელს!
შემნახველი დეპოზიტის პირობები
ვალუტა: GEL, USD, EUR.
ვადა: შეუზღუდავი;
საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის:
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი: GEL 7.25%, USD 0.25%, EUR 0.10%.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: GEL 7.50%, USD 0.25%, EUR 0.10%.
საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისათვის:
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი: GEL 5.00%, USD 0.25%, EUR 0.10%.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: GEL 5.12%, USD 0.25%, EUR 0.10%.
შენიშვნა: ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვლისას გაკეთებულია შემდეგი დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1.000.00 ერთეულიან ანაბარს 01/01/2017-ში და თანხას აჩერებს ანგარიშზე 12 თვე.
დეპოზიტზე თანხის დამატების სიხშირე და ოდენობა: შეუზღუდავი.
ქვემოთ მოცემული კალკულატორი განკუთვნილია მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გათვლის დაშვება გთხოვთ იხილოთ ანაბრის პირობების განმარტებაში.
შემნახველი ანაბრის უპირატესობები
- ანაბრის გახსნა შესაძლებელია პირველადი შენატანის გარეშე;
- თანხის დამატება/გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს;
- ანაბარზე სარგებელი ირიცხება ყოველთვიურად;
- დარიცხული სარგებელი ემატება ანაბრის ძირითად თანხას;
- ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და ნაღდი სახით შეტანილი თანხის გატანა ფინკა ბანკის ნებისმიერი სერვის ცენტრიდან უფასოა.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge“.