საკრედიტო ლიმიტი

2019-04-10T16:56:35+04:00აპრილი 10, 2019|

თუ გსურთ გქონდეთ თანხა, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზნობრიობითა და სიხშირით გამოიყენებთ, ისარგებლეთ ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით.

საკრედიტო ლიმიტი წარმოადგენს თქვენს ანგარიშზე არსებულ წინასწარ დამტკიცებულ თანხას, რომელსაც ფინკა ბანკის ბარათების მეშვეობით ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მარტივად გამოიყენებთ ან ბანკომატიდან გამოიტანთ.

საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს სტაბილური/ყოველთვიური შემოსავალი ბიზნესიდან (ვაჭრობა, მომსახურება, წარმოება, სოფლის მეურნეობა და ა.შ.), როგორც ფინკა ბანკის არსებულ, ასევე ახალ კლიენტს.

საკრედიტო ლიმიტის პირობები:

ვალუტა: ლარი

თანხა: 1000-დან 4000 ლარამდე

ვადა: 12 თვემდე

საკრედიტო ლიმიტის დასამტკიცებლად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი.