საბავშვო დეპოზიტი

2018-11-27T10:31:59+04:00სექტემბერი 19, 2018||

სასიამოვნოა რომ დაინტერესდით საბავშვო ანაბრის პირობებით.

შესანიშნავი დროა, რომ თქვენს პატარას გაუხსნათ საბავშვო ანაბარი და მასთან ერთად, მისი უკეთესი მომავლისთვის დაიწყოთ ფულის დაგროვება.

როცა თქვენი პატარა სრულწლოვანი გახდება, მას საკუთარი მიზნების ასრულებისთვის დანაზოგი უკვე ექნება.

საბავშვო ანაბარზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს გთავაზებთ:

წლიური საპროცენტო განაკვეთი: GEL 11.50% , USD 4.50%, EUR 3.0% (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი GEL 11.50%-დან, USD 5.50%-დან, EUR 3.5%-დან)*

  • ანაბრის მინიმალური ვადა არის 2 წელი
  • ანაბრის მაქსიმალური ვადა ბავშვის სრულწლოვანებამდეა
  • მინიმალური შენატანია – 10 GEL/USD/EUR
  • მაქსიმალური შენატანი შეუზღუდავია
  • სარგებელი ანაბარს დაერიცხება ყოველწლიურად
  • ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით
  • ყოველთვიური დამატებით შენატანების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან
  • ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ნაღდი სახით შეტანილი თანხის განაღდება ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში უფასოა
  • ყოველწლიურად დარიცხული სარგებელი ემატება ანაბრის ძირითად თანხას

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გაკეთებული დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1,000.00 ერთეულიან დეპოზიტს 01/01/2017-ში 216 თვით და არ ახდენს მომდევნო თვეებში თანხის შეტანას დეპოზიტზე

როგორ გავხსნათ საბავშვო ანაბარი? 

ანაბრის გასახსნელად გთხოვთ, ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი

ვის შეუძლია გახსნას ანაბარი? – ანაბრის გახსნა შეუძლია ბავშვის მშობელს, მეურვეს ან ნებისმიერ მესამე პირს, როგორც საქართველოს, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

გამოიყენეთ კალკულატორი სარგებელის დაანგარიშებისათვის

საბავშვო დეპოზიტი

შედეგი

ნომინალური პროცენტი
NA
ეფექტური პროცენტი
NA
სულ მისაღები თანხა
NA
კალკულატორის მონაცემების სიზუსტე არ არის გარანტირებული. გთხოვთ, განიხილოთ როგორც ზოგადი სახელმძღვანელო.