მანიგრამი

2018-11-22T19:38:03+00:00ოქტომბერი 4, 2018||

მიიღე და გააგზავნე ფული საზღვარგარეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებიდან მანიგრამის საშუალებით სულ რაღაც 10 წუთში!

მანიგრამი ფულის გადარიცხვისა და მიღების სწრაფი, საიმედო, მარტივი და უსაფრთხო სისტემაა.

როგორ გავგზავნოთ ფული მანიგრამის საშუალებით?

  • ეწვიეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრს (თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა);
  • შეავსეთ “გზავნილის გაგზავნის ფორმა” და შეიტანეთ თანხა სალაროში;
  • მოლარისგან მიიღეთ გზავნილის 8-ნიშნა კოდი;
  • კოდის მიღების შემდეგ დაურეკეთ მიმღებს და შეატყობინეთ გაგზავნილი თანხის ოდენობა და გზავნილის 8-ნიშნა კოდი.

როგორ მივიღოთ ფული მანიგრამის საშუალებით?

  • ჰკითხეთ გამომგზავნს გამოგზავნილი თანხის ოდენობა და გზავნილის 8-ნიშნა კოდი;
  • ეწვიეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრს, თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
  • შეავსეთ “გზავნილის მიღების ფორმა” და მიიღეთ კუთვნილი თანხა.

რატომ ვირჩევთ მანიგრამს?

  • მანიგრამის საშუალებით შეგიძლიათ ფული მიიღოთ და გააგზავნოთ მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში ფინკა ბანკის სერვის ცენტრებიდან;
  • მანიგრამის საშუალებით მიიღებთ და გააგზავნით თანხას სულ რაღაც 10 წუთში;
  • თანხის მისაღებად ან გასაგზავნად, საბანკო ანგარიშის გახსნა არ მოითხოვება.

მანიგრამის მომსახურების ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ