ინტერნეტბანკი საშუალებას გაძლევთ ბანკში მისვლის გარეშე 24 საათის განმავლობაში შეასრულოთ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები:

  • გადარიცხოთ თანხა როგორც ფინკა ბანკის, ასევე სხვა ბანკის ფილიალებში (საკუთარ და სხვის ანგარიშებზე);
  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები;
  • იხილოთ ამონაწერი თქვენი ანგარიშებიდან;
  • დაარეგისტრიროთ ავტომატური დავალებები;
  • გადაიტანოთ თანხა საბარათე ანგარიშებიდან ანაბარზე;
  • ნახოთ სესხის დაფარვის გრაფიკი და სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია;

ინტერნეტბანკის მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც ბანკში, ასევე ელექტრონულად მისამართზე ifinca.ge*

  • ბანკში რეგისტრაციის დროს შეავსებთ განაცხადს, რომლის საფუძველზეც მიიღებთ მომხმარებლის სახელს (User Name), პაროლი კი გამოგეგზავნებათ SMS- ის საშუალებით. ბანკში რეგისტრაციის შემთხვევაში მიიღებთ ინტერნეტბანკზე სრულ წვდომას;
  • ელექტრონული რეგისტრაციისთვის საჭიროა ფინკა ბანკში მინიმუმ ერთი ანგარიში მაინც გქონდეთ გახსნილი და მითითებული გქონდეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი**. ელექტრონული რეგისტრაციის შემთხვევაში მიიღებთ ინტერნეტბანკზე მინიმალურ წვდომას.

* ინტერნეტბანკი ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ პაკეტური შეთავაზებით.

**ინტერნეტბანკის ელექტრონული დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს.

უსაფრთხოება