ზრდადი დეპოზიტი საუკეთესო არჩევანია, თუ გსურთ თანხის დაზოგვა კონკრეტული მიზნისთვის.
ზრდადი დეპოზიტის პირობები
ვალუტა: GEL, USD, EUR;
ვადა: 6-დან 24 თვემდე;
მინიმალური შენატანი: 20 GEL, USD, EUR;
მაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი;
დეპოზიტზე თანხის დამატება: შეუზღუდავი.
ზრდადი დეპოზიტის უპირატესობები
- დეპოზიტზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირითა და ოდენობით;
- უცვლელი მაღალი საპროცენტო სარგებელი ვადის ამოწურვამდე;
- დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ნაღდი სახით შეტანილი თანხის განაღდება ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში უფასოა.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge.