თუ გსურთ დანაზოგის გარკვეული პერიოდით გადადება და ფიქსირებული მაღალი საპროცენტო სარგებელის მიღება, ვადიანი დეპოზიტი საუკეთესო არჩევანია!
ვადიანი დეპოზიტის პირობები
ვალუტა: GEL, USD, EUR.
ვადა: 90-დან 750 დღემდე;
მინიმალური შენატანი: 100 GEL, USD, EUR;
მაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი.
ვადიანი დეპოზიტის უპირატესობები
- დეპოზიტს ერიცხება ფიქსირებული მაღალი საპროცენტო სარგებელი;
- საპროცენტო სარგებელი უცვლელია ვადის ბოლომდე;
- დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გატანა უფასოა;
- დეპოზიტის ვადის გასვლის თარიღი შესაძლებელია განისაზღვროს მომხმარებლის სურვილისამებრ.
2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 15,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge“.