ბიზნეს ოვერდრაფტი

2018-11-14T13:57:03+00:00სექტემბერი 19, 2018||

ისარგებლოთ მიმდინარე/საბარათე ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაცილებით მეტით! ბიზნეს ოვერდრაფტით სარგებლობის ვადის განმავლობაში შესაძლებლობა გეძლევათ მრავალჯერადად დაფაროთ და კვლავ ისარგებლოთ ოვერდრაფტით

  • ვაჭრობა;
  • მომსახურეობა;
  • წარმოება;
  • სოფლის მეურნეობა.

შენიშვნა: ბიზნეს ოვერდრაფტი არ გაიცემა ასიმეტრიული, საშეღავათო და ნულოვანი საშეღავათო სესხის მქონე პირებზე.

ბიზნეს ოვერდრაფტი შესაძლებელია:

  • გაანაღდოთ, როგორც ბანკომატებიდან, ასევე ფინკა ბანკის სალაროებიდან;
  • შეასრულოთ გადახდის / განაღდების ოპერაციები პოს ტერმინალებში.

ბიზნეს ოვერდრაფტის ძირითადი პირობები

  • ახალი მსესხებლებისთვის ბიზნეს ოვერდრაფტის დამტკიცება ხდება ბიზნეს სესხის დამტკიცების მომენტში;
  • თუ უკვე ხართ ფინკა ბანკის მსესხებელი, ბიზნეს ოვერდრაფტის დამტკიცება შესაძლებელია როგორც ახალი სესხის დამტკიცების დროს, ასევე, თქვენი სურვილის მიხედვით, ნებისმიერ დროს, ბიზნეს სესხის მოქმედების პერიოდში;
  • ბიზნეს ოვერდრაფტის უზრუნველყოფა არ მოითხოვება.

ბიზნეს ოვერდრაფტის ვალუტა

  • აშშ დოლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში – ლარი, აშშ დოლარი;
  • ლარში დამტკიცებული სესხის შემთხვევაში – ლარი.

ოვერდრაფტის მოცულობა*

  • მინიმალური: 100 ლარი/აშშ დოლარი;
  • მაქსიმალური: 6000 ლარი, 3000 აშშ დოლარი.

ბიზნეს ოვერდრაფტის მოქმედების ვადა

  • ბოლოს გაცემული სესხის ვადას დამატებული 1 თვე.

ბიზნეს ოვერდრაფტის დამტკიცება/გაცემის საკომისიო

  • ოვერდრაფტის თანხის ფინკა ბანკის სალაროდან გატანის შემთხვევაში, ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხის გატანის საკომისიო ბანკში დადგენილი ტარიფების მიხედვით;
  • ოვერდრაფტის ბარათით განაღდების შემთხვევაში იმოქმედებს ბარათით მომსახურების ტარიფები.

*ფიზიკური პირებისთვის 100 000 ლარამდე სესხი ხელმისაწვდომია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.