ავტომატური გადარიცხვები

2018-10-04T21:05:39+04:00სექტემბერი 19, 2018|

ავტომატური გადარიცხვები საშუალებას გაძლევთ საკუთარი ანგარიშიდან ბანკში ვიზიტის გარეშე წინასწარ განსაზღვრული პირობებით აწარმოოთ მრავალჯერადი საბანკო გადარიცხვები.

ავტომატური გადარიცხვების რაოდენობა შეზღუდული არ არის-ერთ მომხმარებელზე შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დავალების დარეგისტრირება.

  • ავტომატური გადარიცხვების სერვისის გააქტიურება შესაძლებელია უფასოდ, ინტერნეტბანკის მეშვეობით.
  • ავტომატური გადარიცხვის დავალების შესრულების ვადას თავად განსაზღვრავთ – შესაძლებელია განსაზღვროთ როგორც ყოველთვიურად, ასევე-ყოველკვირეულად-თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის.

ფინკა ბანკის გარეთ გადარიცხვებზე მოქმედებს ბანკში არსებული ტარიფები.