აგრო დაზღვევის განვადება

2018-11-06T13:05:44+00:00ნოემბერი 6, 2018|

თუ ეწევით აგრო საქმიანობას და გსურთ დააზღვიოთ მოსავალი, ფინკა ბანკისა და ჯიპიაი ჰოლდინგის ერთობლივი პროდუქტი აგრო დაზღვევის განვადება – საუკეთესო არჩევანია.

აგრო დაზღვევის განვადების დროს ფინკა ბანკი ახორციელებს სადაზღვევო პრემიის სრული ან ნაწილობრივი თანხის სესხად გაცემას. მოსავლის დაზღვევისავის საჭირო დამატებითი თანხის მიღება მარტივია.

  • აგრო დაზღვევის განვადების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.05%-დან
  • ვადა: 1-9 თვე
  • საშეღავათო პერიოდი: 8 თვემდე
  • აგრო დაზღვევის განვადება გაიცემა თავდებისა და უზრუნველყოფის გარეშე
  • პროდუქტის უპირატესობაა ის, რომ მომხმარებელს ერთი ფანჯრის პრინციპით – ფინკა ბანკში 1 ვიზიტის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს მიიღოს სრული მომსახურება

გარდა ამისა, თუ აგრო სესხს აიღებთ ფინკა ბანკში და ამავდროულად დააზღვევთ მოსავალს, ფინკა ბანკი შემოგთავაზებთ სპეციალურ ფასს აგრო სესხზე.

ისარგებლეთ სპეციალური პირობებით და განავითარეთ თქვენი მეურნეობა!

დაგვიკავშირდით *4949 ან მოგვმართეთ სერვის ცენტრებში