ფინკა გლობალური მისიაა სიღარიბის აღმოფხვრა ადამიანებისათვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების შეთავაზების გზით, რომელიც მათ დაეხმარება შექმნან სამუშაო ადგილები, ჰქონდეთ შემოსავლის წყარო და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები.
FINCA Impact Finance-ის მიზანია ინოვაციური და ეფექტიანი ფინანსური სერვისები შესთავაზოს მცირე შემოსავლების მქონე პირებსა და საზოგადოებას, რათა მათ უკეთესი მომავალი შექმნან.
ფინკა ბანკი ქმნის განსხვავებას:
- ადგილობრივ, სანდო საბანკო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს საქართველოში;
- ემსახურება სოფლად და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ ფინანსური მომსახურება;
- მიკრო მეწარმეებს აძლევს საშუალებას გაიუმჯობესონ მათი და მათი ოჯახების საცხოვრებელი პირობები;
- კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ;
- 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო, სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.