ფინკა ბანკი გილოცავთ ახალ წელს!

FINCA Bank - Happy New Year 2018 -ძვირფასო მომხმარებლებო,

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ, რომ 2018 წელი საინტერესო და წარმატებებით სავსე წელი იყოს!

2018 წელს ფინკა ბანკისთვის მნიშვნელოვანი და საიუბილეო წელია, ჩვენ საქართველოში მუშაობის 20 წელს აღვნიშნავთ. ეს 20 წელი საინტერესო, გამოწვევებით სავსე და მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობის წლები იყო. მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე 100 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის ყველა საბანკო პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია და ისინი უკვე დისტანციურად, სატელეფონო არხებით, ინტერნეტ და მობაილ ბანკით იღებენ ჩვენს ყველა პროდუქტსა და სერვისს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ფინკა ბანკის პროდუქტები და სერვისები ჩვენი მომხმარებლებისთვის არის ახალი შესაძლებლობა, შეცვალონ ცხოვრება უკეთესობისკენ და ეს აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას.

დაგვეთანხმებით, ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური, მხიარული და ფერადი დროა.  ამ დროს სასწაულები მართლაც ხდება, მთავარია გჯეროდეს.  წელს ჩვენი პარტნიორებისა და თანამშრომლების სახელით არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯის” დღის ცენტრის ბავშვებს საახალწლო საჩუქარი გავუკეთეთ და მათი სენსორული ოთახი ახალი სათამაშოებითა და სხვადასხვა ნივთებით განვაახლეთ, რაც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების განვითარებისა ასე მნიშვნელოვანია.

წელს ფინკა ბანკიც შეურთდა ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიას და თანამშრომლების და პარტნიორების სახელით გადამწვარი ტყის აღსადგენად დავრგავთ 1000 ხეს და ამით უნიკალური ეკოსისტემის დაბრუნებას შევუწყობთ ხელს.

გილოცავთ ახალ წელს „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრის საოცრად თბილი ბავშვების ამ ფერადი ნახატით და  იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ერთობლოვი თანამშრომლობა 2018 წელს კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება და ჩვენ ერთად მართლაც ბევრი ადამიანის ცხოვრებას შევცვლით უკეთესობისკენ.

 

პატივისცემით,

ფინკა ბანკი

 
FINCA Bank Georgia is part of the FINCA Impact Finance Network, a group of 21 microfinance and financial institutions that provides socially responsible financial services and enables low-income entrepreneurs and small business owners to invest in the future. FINCA Bank is a joint-stock company (R/N.: 205235262), operating under the laws of Georgia and in accordance with August 6, 2013, #590 decree of the National Bank of Georgia.©2015 FINCA Bank Georgia
©2018 FINCA Bank Georgia
Legal Notice | Customer Protection | USA Patriot Act | Bonds Prospectus