ფინკა ბანკში გალარების პროგრამა წარმატებით დასრულდა


Untitled-1საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული გალარების პროგრამა დასრულდა. ფინკა ბანკი აქტიურად იყო ჩართული პროცესში და გალარების პროგრამის ფარგლებში იმ სესხების 18% გაალარა, რომლებსაც აქცია  შეეხებოდა. ამ მაჩვენებლით ფინკა ბანკი ბანკებს შორის მეშვიდე ადგილზეა გალარებული კლიენტების პროცენტული მაჩვენებლით შესაძლო გასალარებელ კლიენტებზე.

აღსანიშნავია, რომ გალარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით ფინკა ბანკის მომხმარებლებმა ძირითადად ბიზნეს სესხები გაალარეს, რაც მათ საშუალებას აძლევს ვალუტის რყევებისგან გამოწვეული რისკები დაზღვეული ჰქონდეთ.

გალარების პროგრამით განსაკუთრებით რეგიონებში მომუშავე ბიზნესები დაინტერესდნენ,  ყველაზე ბევრი სესხი ბათუმსა და ახალქალაქის  რეგიონში გალარდა.

აქციის პერიოდში ფინკა ბანკს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა იმ მსესხებლებთან, რომლებსაც აქცია შეეხებოდათ, გაიმართა პირდაპირი შეხვედრები და კონსულტაციები.

2017 წელს ფინკა ბანკში საბანკო ტრანსფორმაცია დასრულდა და დღეს ყველა საბანკო სერვისი და პროდუქტი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, მათ შორის, დისტანციური არხები – ინტერნეტბანკი, მობაილბანკი და სხვა.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი