ფინკა ბანკმა 2 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტი ფერმერის მეურნეობა დააზღვია


Agro„შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ“ „ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებსა და აგრო დაზღვევაზე“ პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტი 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ხორციელდებოდა და მიზნად ისახავდა ფერმერებში აგროდაზღვევის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე ფინანსური რისკების დაზღვევასთან დაკავშირებული ცოდნის გადაცემას. საქართველოში 800 000 მცირე ფერმერია, რომელიც 1 ჰა ნაკლებ მიწას ფლობს. პროექტის ბენეფიციარები სწორედ მცირე ფერმერები იყვნენ.

პროექტის შედეგად: დაინერგა პირველი სასაწყობე ფონდის ფინანსური სისტემა საქართველოში, 14 500 ფერმერმა მიიღო ინფორმაცია აგრო დაზღვევის მნიშვნელობის შესახებ, ტრენინგი გაიარა 90 სადაზღვევო აგენტმა.

ფინკა ბანკი 2 წელია პროექტის აქტიური მონაწილეა. პროექტში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა 2300  აგრო დაზღვევა მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის აქტიური მონაწილეები ვიყავით. პროექტი სასარგებლო იყო ჩვენი კლიენტებისთვის, რომლებმაც აგრო დაზღვევის საშუალებით დააზღვიეს მოსავალთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკები. პროექტის ფარგლებში კლიენტებს შევთავაზეთ ახალი საკრედიტო პროდუქტი, რომელიც, ვფიქრობ, კარგად იყო მორგებული მათ საჭიროებებზე. მისასალმებელია, რომ ამ პროექტის შედეგად, ფერმერები ეჩვევიან მოსავლის დაზღვევის კულტურას, რაც ხელს უწყობს შესაძლო ფინანსური დანაკარგების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. შესაბამისად, უმჯობესდება მათი კეთილდღეობა და ცხოვრების პირობები“ – აღნიშნა გიორგი სამადაშვილმა, ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორმა.

ფინკა ბანკი აქტიურად განაგრძობს აგროს სექტორის დაფინანსებას. აგრო დაზღვევის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დანაკარგები, რაც აუმჯობესებს მათ ფინანსურ მდგომარეობას და პოზიტიურად აისახება მათ საქმიანობაზე.

 

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი