ფინკა ბანკმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის აუდიოწიგნი შექმნა


24ფინკა ბანკმა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის აუდიოწიგნი „ჩვენი კლასის წიგნი“ შექმნა. აუდიოწიგნები 28 მარტს 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ.

ფინკა ბანკის მიერ მომზადებული „ჩვენი კლასის წიგნი“ ბავშვებს ფინანსური განათლების ელემენტებს აცნობს და მათ ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. წიგნი შარშან გამოიცა, წელს კი მოხდა მისი სრული ადაპტაცია და დისკრიფცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის, წიგნის სასარგებლო რჩევები და სახალისო დავალებები ბავშვებმა გაახმოვანეს.

„ეს არის ფინკა ბანკის კიდევ ერთი საინტერესო და ამავე დროს, ძალიან სასარგებლო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი. აღსანიშნავია, რომ შშმპ პირების ინტეგრაცია და ინფორმირება ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბავშვებს დავეხმაროთ ბიზნეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და მივცეთ საბაზისო ცოდნა ფინანსური განათლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს არის მათთვის სრულიად ახალი ცოდნა და ინფორმაცია, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ასეთი სახით სკოლაში არ ასწავლიან“-  აღნიშნა ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ესებუამ.

№202 საჯარო სკოლის დირექტორის ხათუნა ჯალაღონიას თქმით, მსგავსი პროექტები ეხმარება ბავშვებს მიიღონ მეტი ინფორმაცია და მოახდინონ სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
„დიდ მადლობას ვუხდით ფინკა ბანკს ამ ინიციატივისთვის, დარწმუნებული ვარ ბავშვებს ეს აუდიოწიგნი ძალიან გამოადგებათ“ – აღნიშნა ხათუნა ჯალაღონიამ.

აუდიოწიგნის სოციალურ საწარმო „ჰერაში“ ჩაიწერა, სადაც შშმპ პირები არიან დასაქმებულები.

პროექტის ფარგლებში მომზადდა რამდენიმე ასეული წიგნი, რომლებიც გაიგზავნება საქართველოს რეგიონების ყველა ბიბლიოთეკაში, რომლებითაც შშმპ ბავშები სარგებლობენ, აუდიოწიგნი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი