ფინკა ბანკმა მონაწილეობა მიიღო „აგრო ბათუმის“ გამოფენაში


Agro Batumi-FINCA Bankბათუმში ყოველწლიური აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2017“ გაიმართა, რომლის მიზანიც რეგიონში წარმოდგენილი აგრო მეურნეობების მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია იყო.

ფინკა ბანკის  თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს ბანკის პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, განუმარტეს ფინკა ბანკის სერვისებით სარგებლობის უპირატესობები, განსაკუთრებული აქცენტი აგრო სესხებსა და აგრო პროდუქტებზე გაკეთდა.

გამოფენას ესწრებოდნენ ბათუმის მთავრობის წევრები, სხვადასხვა ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, მცირე მეწარმეები და ფერმერები.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი