ფინკა ბანკმა მომხმარებლებისთვის გაზეთი გამოუშვა


FINCA Bank Newspaperფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას.  ამჯერად, ბანკის მარკეტინგის გუნდმა ფინკა ბანკის გაზეთი შექმნა, რომლის მიზანია მომხმარებლებს გააცნოს ბანკში მიმდინარე სიახლეები, ასევე  სასარგებლო რჩევები და რეკომენდაციები რათა მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებმა უკეთ დაგეგმონ და განავითარონ თავიანთი საქმიანობა.

გაზეთი კვარტალში ერთხელ გამოვა. გაზეთი 50 000 ტირაჟით დაიბეჭდა  და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ გავრცელდება.

ფინკა ბანკის გაზეთში დეტალურად არის აღწერილი საბანკო პროდუქტები და სერვისები, შეკითხვებს ბანკის მენეჯერები პასუხობენ და მომხმარებლებს განუმარტავენ იმ უპირატესობებს, რომლებსაც ბანკი მათ სთავაზობს.

ფინკა ბანკის 35 სერვის ცენტრი საქართველოს რეგიონებშია, ამდენად, რეგიონებში კვალიფივიური კადრების მოძიება ბანკისთვის მეტად მნიშვნელოვანია. გაზეთში HR დეპარტამენტის უფროსი მკითხველს ბანკში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ უყვება, ასევე პასუხობს სტაჟირებასა და დასაქმებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

ვრცელი მასალა ეთმობა კლიენტის წარმატების ისტორიას, რომელმაც ქობულეთში ფინკა ბანკის დახმარებით სასტუმრო ააშენა. რუბრიკაში აგრო რჩევები ფინკა ბანკის აგრო კონსულტანტი ხორბლის დათესვის შესახებ საუბრობს. სპეციალური რუბრიკა ეძღვნება ფინანსური განათლების საკითხებს ბავშვებისთვის, განმარტებულია დაზოგვის მნიშვნელობა და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის დაზოგვა.

„ფინკა ბანკის მომხმარებლების თითქმის 80% სოფლებსა და რეგიონებში ცხოვრობს, ამიტომ მუდმივად ვფიქრობთ, როგორ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია მათთვის საინტერესო ფორმით. ვეცადეთ გაზეთში ისეთი თემები მოგვემზადებინა და გამოგვექვეყნებინა, რომლებიც მათ ცხოვრებაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს, ასევე გაგვეზიარებინა წარმატების მაგალითები. მკითხველებისგან ველოდებით იდეებსა, შეკითხვებსა თუ რჩევებს, რისი წაკითხვა დააინტერესებთ შემდეგ ნომერში“ – ამბობს მარიამ ესებუა, ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

ფინკა ბანკის გაზეთი შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით მომზადდა.

ფინკა ბანკის გაზეთის მეორე ნომერი ოქტომბერში გამოვა.

გაზეთის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი