ფინკა ბანკმა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა


FINCA Bank - Competition winners2017 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2017“-ის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ფინკა ბანკი უკვე ტრადიციულად კონკურსის მხარდამჭერი და სპეციალური სპონსორია. ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა ნომინაციაში „საუკეთესო ესსე“ გამარჯვებული ბავშვები – სალომე ბენდელიანი, ქეთა კოხტაშვილი და ელისაბედ ფირცხალავა საბავშვო ანაბრებით დააჯილდოვეს.

ფინკა ბანკი ღონისძიების მხარდაჭერით ხელს უწყობს ახალგაზრდა ხელოვანებს, წვლილი შეაქვს მათ განვითარებაში და აძლევს მოტივაციას, ისწავლონ და დაიწყონ თანხის დაგროვება უკეთესი მომავლისთვის.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი