ფინკა ბანკმა ბავშვებთან ერთად ფულის გლობალური კვირეული აღნიშნა


DSC_0215ყოველწლიურად, მარტის ბოლო კვირას მსოფლიოს 130 ქვეყანაში ფულის გლობალური კვირეული აღინიშნება, რომლის მიზანია ბავშვების და მოზარდების  ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ფული, რა მნიშვნელობა აქვს დაზოგვას, როგორ გავხვდეთ მეწარმე, როგორ გამოვიმუშაოთ ბიზნესის უნარ–ჩვევები.  წლევანდელი კვირეულის გზავნილია: ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე.

ფინკა ბანკი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, უკვე მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს კვირეულის აღნიშვნაში. სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა საინფორმაციო ბრუშერები და პოსტერები, რომლებიც ათასობით ბავშვს დაურიგდათ საქართველოს ყველა რეგიონში.

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ბანკი და როგორ ხდება ფინანსური ოპერაციები, ბავშვებისთვის ფინკა ბანკის სერვისცენტრებში ექსკურსიები მოეწყო.

„მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს მუდმივად მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ფულის შესახებ და ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ მათ ფულის დაზოგვა. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ბავშვებისთვის ინტერაქტიური წიგნი შარშან, წელს კი მოხდა წიგნის ადაპტაცია უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის. აუდიოწიგნები  ფინანსური განათლების შესახებ საჩუქარად გადავეცით 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და გავაგზავნეთ საქართველოს ყველა რეგიონში“ – აღნიშნა ფინკა ბანკის მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ესებუამ.

დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებისთვის, ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა ბავშვებს გააცნეს ფულის ისტორია, როგორ მუშაობენ საფინანსო ინსტიტუტები და ასევე, ისაუბრეს ფულის დაზოგვის მნიშნელობაზე. გაიმართა სახალისო ვიქტორინა, გამარჯვებულებს შემეცნებითი პრიზები გადაეცათ.

ფინკა ბანკი ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით კვლავ განაგრძობს ხვადასხვა აქტივობების განხორციელებას, ბანკის 50 თანამშრომელი USAID-ის G-PriEd-ის პროექტის მოხალისეა  და უკვე მეორე წელია საქართველოს სხვადასხვა სკოლაში მოსწავლეებისთვის ბიზნეს უნარ-ჩვევების შესახებ გაკვეთილებს ატარებს.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი