“ფინკა ბანკი” რეგიონული ფესტივალის – “ფუძეობის” – მხარდამჭერია


FINCA Bank - Pudzeoba2017 წელს “ფინკა ბანკი” რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობის“ მხარდამჭერია. ფესტივალის ფარგლებში 7 რეგიონში მოეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საღამოს კი ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. ფესტივალის მთავარი გზავნილია – გამოგვყევი შენს ფუძეზე!

“ფინკა ბანკის” თანამშრომლები საფესტივალო ქალაქებში შეხვდებიან ადგილობრივ მეწარმეებსა თუ ფერმერებს, გადასცემენ მათ საინფორმაციო მასალებს და უპასუხებენ შეკითხვებს. ასევე, “ფინკა ბანკი” ფესტივალის 7-ვე რეგიონში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდა მეწარმეებს, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ან სწავლობენ მეწარმეობას, გაუხსნის დეპოზიტს, რათა მათ შეძლონ საკუთარი მიზნისთვის თანხის დაგროვების დაწყება.

ფესტივალი „ფუძეობა“ კომპანია GeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. 2017 წელს „ფუძეობას“ პროქტი CHECK IN GEORGIA შეუერთდა. ფესტივალი 29 ივლისს მესტიაში დაიწყო და 7 ნოემბერს თელავში დასრულდება, გამოფენები და კონცერტები გაიმართება ასპინძაში, ბორჯომში, შემოქმედში, ხაშურში, ამბროლაურსა და წყალტუბოში.

იხილეთ ფოტოგალერეა.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი