ფინკა ბანკი ლარში განთავსებულ ანაბრებზე საინტერესო პირობებს გთავაზობთ


FINCA Bank - Depositsფინკა ბანკი მომხმარებლებლებს რამდენიმე სახის ანაბარს სთავაზობს, რომელიც მორგებულია მათ  საჭიროებებზე, შემოსავლებსა და ცხოვრების სტილზე.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია მინიმალური თანხით, როგორც ლარში, ისე დოლარსა და ევროში.

5 კითხვა ფინკა ბანკის ანაბრების შესახებ:  

როგორ გავხსნათ ანაბარი ფინკა ბანკში?

ანაბრის გასახსნელად საკმარისია ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვის შეუძლია ანაბრის გახსნა ფინკა ბანკში?

ანაბრის გახსნა შეუძლია სრულწლოვან  მოქალაქეს, როგორც საქართველოს, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

რამდენი სახის ანაბარი შემიძლია გავხსნა ფინკა ბანკში?

ფინკა ბანკი გთავაზობთ 6 სახის ანაბარს.  მომხმარებლებს შეუძლიათ გახნან როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ანაბარი, რომელიც ყველაზე მეტად ერგება მათ მიზანს, შემოსავლებს თუ ცხოვრების სტილს.

როგორ ავირჩიო რომელი ანაბარია საუკეთესო?

ანაბრის არჩევის დროს გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები, ცხოვრების წესი და საჭიროებები. თუ გაქვთ კონკრეტული მიზანი  და თანხის დაგროვება გსურთ, მაშინ ზრდადი ანაბარი საუკეთესო არჩევანია, რადგან მაღალი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. ბავშვის უკეთესი მომავლისთვის თანხის დაზოგვა საბავშვო ანაბარზე ჯობია, ბავშვი თანხის გამოყენებას სრულწლოვნების შემდეგ შეძლებს, თუ გსურთ დანაზოგის გარკვეული პერიოდით გადადება და ფიქსირებული მაღალი საპროცენტო სარგებელის მიღება, ვადიანი ანაბარი საუკეთესო არჩევანია, ხოლო, თუ გსურთ გქონდეთ ანგარიში, რომელზეც ნებისმიერი სიხშირით შეძლებთ თანხის შეტანა/გამოტანას და ამავე დროს, მიიღოთ მაღალი საპროცენტო სარგებელი, მაშინ შემნახველი ანგარიშს გირჩევთ.

რას ნიშნავს ანაბარი „მეტი სარგებელი“?

სტანდარტული ვადიანი და ზრდადი ანაბრისაგან განსხვავებით, ვადიანი ანაბარი „მეტი სარგებელი“ და ზრდადი ანაბარი „მეტი სარგებელი“ არის ე.წ. გამოუთხოვადი ტიპის ანაბრები, რომლებსაც გააჩნია ვადა და ამ ვადის განმავლობაში მომხმარებელს არ აქვს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის და თანხის გატანის უფლება.

ამ ტიპის ანაბარზე განთავსებულ თანხას ერიცხება ანაბრის ვადის შესაბამისი ფიქსირებული, მაღალი საპროცენტო სარგებელი, რომლის გატანა მომხმარებელს შეუძლია ყოველთვიურად, ან პერიოდის/ვადის ბოლოს. საპროცენტო განაკვეთი ლარში 12.5 %-ია, ხოლო აშშ დოლარში – 4,5 %.

  • როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, შემოსავლის 10-20% დაზოგვა საშუალებას გვაძლევს მარტივად გავუმკლავდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და სხვების დახმარების გარეშე მივაღწიოთ დასახულ მიზანს.
  • დაზოგვისთვის არ არის აუცილებელი დიდი შემოსავლის ქონა, ნებისმიერი შემოსავლის პირობებში დაზოგვა შესაძლებელია.
  • ბანკში ანაბარზე თანხის შეტანის უპირატესობა ის არის, რომ თანხა უსაფრთხოდ ინახება და მას ერიცხება საპროცენტო სარგებელი.

დაისახეთ მიზანი და დაიწყეთ თქვენი და თქვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის თანხის დაზოგვა დღეს!

ფინკა ბანკის ანაბრების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 224 49 49, ან აქ.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი