სიახლე – ყველა დისტანციური საბანკო მომსახურება ერთის ფასად!

FINCA Bank - ფინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის განახლებული პროდუქტების და სერვისების შეთავაზებას. ამჯერად, ბანკი პაკეტური შეთავაზების სახით მომხმარებელს სხვადასხვა დისტანციურ პროდუქტსა და სერვისებს ერთის ფასად სთავაზობს. პაკეტური შეთავაზება „ონლაინ“ და „ონლაინ+“ მოიცავს შემდეგი საბანკო პროდუქტსა და მომსახურებას: VISA ELECTRON ან VISA CLASSIC ბარათი, ინტერნეტ ბანკინგი, ტელეფონ ბანკინგი, SMS მომსახურება, ავტომატური დავალება და ა.შ.

პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მართოს საბანკო ანგარიშები და განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციები.

თამარ სოფრომაძე, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი: „პაკეტური შეთავაზების შექმნის მიზანი იყო მომხმარებლებისათვის გაგვემარტივებინა ბანკთან ურთიერთობა, მიგვეწოდებინა სრული საბანკო სერვისები დისტანციური არხების საშუალებით, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს და მომსახურების პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ საპაკეტო მომსახურების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი ზოგავს არამარტო დროს, არამედ ფულსაც, ვინაიდან რამდენიმე საბანკო პროდუქტით ერთდროულად სარგებლობს და იხდის მხოლოდ ერთის საფასურს. დისტანციური არხების გამოყენება მომხმარებლებისათვის კომფორტული და მომგებიანია“.

ფინკა ბანკის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდზე www.FINCA.ge და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში *4949

 
FINCA Bank Georgia is part of the FINCA Impact Finance Network, a group of 21 microfinance and financial institutions that provides socially responsible financial services and enables low-income entrepreneurs and small business owners to invest in the future. FINCA Bank is a joint-stock company (R/N.: 205235262), operating under the laws of Georgia and in accordance with August 6, 2013, #590 decree of the National Bank of Georgia.©2015 FINCA Bank Georgia
©2018 FINCA Bank Georgia
Legal Notice | Customer Protection | USA Patriot Act | Bonds Prospectus