სიახლე – ფინკა ბანკში სწრაფი სესხის პირობები განახლდა!


Fast loan - FINCA Bankინკა ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას. ზაფხულის დადგომასთან ერთად, დაიწყო საზაფხულო აქცია  – სწრაფ სესხებზე გაიზარდა სესხის ლიმიტი და ის უკვე 3 000 ლარია.

ფინკა ბანკის სწრაფი სესხი საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აქვს შემოსავალი და თანხის სწრაფად და მარტივად მიღება სურს. სესხის ვადა 24 თვეა. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი სესხის საშეღავათო პერიოდი 6 თვეა, რაც კარგი საშუალებაა მომხმარებლისთვის სესხის გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

სესხის მისაღებად საკმარისია სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი, რადგან სესხის უზრუნველყოფა არ მოითხოვება. არ მოითხოვება ასევე შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება.

ფინკა ბანკის სწრაფი სესხის მიზნობრიობა შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება გამოყენებული იყოს დასვენების ხარჯების დასაფინანსებლად, სახლის რემონტისთვის, საოჯახო ტექნიკის შესაძენად და სხვა ნებისმიერი პირადი თუ ბიზნეს მიზნისთვის.

„დღეს როდესაც ასე მნიშვნელოვანია მომხმარებელს მოემსახურო მაქსიმალურად სწრაფად, პროცედურები ისე შევცვალეთ, რომ თანხის მიღება კიდევ უფრო გამარტივდა და მომხმარებელს აღარ სჭირდება ბანკში დიდხანს დაყოვნება. აქვე ხაზს გავუსვამ   – სწრაფი სესხის მიზნობრიობა შეზღუდული არ არის, იგი მომხმარებელს დიდ შესაძლებლობას აძლევს გამოიყენოს სხვადასხვა მიზნისთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ზაფხულის სეზონზე ზოგი რემონტს იწყებს, ზოგსაც საოჯახო ტექნიკის გამოცვლა ან შეძენა სურს, ზოგსად დასასვენებლად სჭირდება თანხა. ჩვენ მუდმივარ მზად ვართ დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს მათი სურვილების ასრულებაში “ – ამბობს ირაკლი აბაშიძე, ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2 242 49 49, ასევე გვეწვიეთ სერვის ცენტრებში ან მოგვწერეთ ვებ გვერდის ჩატში www.finca.ge

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი