ფინკა ბანკმა ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა


IMG_57842017 წლის 13 თებერვალს ახალგაზრდა მეწარმეთა კონკურსის „ბრილიანტის გამოწვევა“ (Diamond Challenge) გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალში 5 გუნდი მონაწილეობდა, ჟიურის გადაწყვეტილებით, პრეზენტაციებისა და პროექტების შეფასების ქულების დათვლის შედეგად, გამარჯვებული რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების ბიზნეს იდეა soaptopia გახდა.

გუნდი ბიზნეს იდეა ქართული  ხელნაკეთი საპნების შექმნაა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

გამარჯვებულებს ფინკა ბანკმა ფულადი პრიზი გადასცა. გუნდის წევრები 2017 წლის აპრილში აშშ-ში გაემგზავრებიან, სადაც 10 ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდებს შეეჯიბრებიან.

ფინკა ბანკი უკვე მეორე წელია მხარს უჭერს “Diamond Challenge Georgia” სასწავლო ინიცატივას და ცდილობს წაახალისოს ახალგაზრდა მეწარმეები.

 
სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2017 ფინკა ბანკი საქართველო
საიტის გამოყენების პირობები | უსაფრთხოების პოლიტიკა | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი