კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფინკა ბანკის დასაქმების გვერდზე
ფინკა ბანკი ორიენტირებულია თანამშრომელთა განვითარებაზე და მათ კარიერულ წინსვლაზე.
სამუშაო, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, გაძლევთ პროფესიული და პიროვნული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.
ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თანაშრომლებს და ვაცნობიერებთ მათი პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის აუცილებლობას.
ჩვენი სურვილია, ვითანამშრომლოთ მოტივირებულ, კრეატიულ, თბილ, პასუხისმგებლიან, მეგობრულ, სანდო და შედეგებზე ორიენტირებულ ადამიანებთან რომლებიც მუდამ მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.
„თქვენი მიღწევები ჩვენი ისტორიაა, თქვენი მიზნები – ჩვენი მომავალი“- ჩვენი წარმატება დამოკიდებულია პროფესიონალთა იმ გუნდზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ.
რატომ უნდა იმუშაოთ ფინკა ბანკში?
ჩვენ გთავაზობთ საინტერესო და დინამიურ სამსახურს;
ჩვენთან არის კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და სხვა დამატებითი სარგებელი;
ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
ჩვენთან გთავაზობთ მრავალმხრივ კარიერულ განვითარებას;
ჩვენ გთავაზობთ სამუშაო პირობებს მულტიკულტურულ გარემოში;
ჩვენ გვიყვარს რასაც ვაკეთებთ და ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ: საუკეთესო კოლეგებს! საუკეთესო გამოცდილებას! საუკეთესო შესაძლებლობებს!
როგორ ხდება შერჩევა?
სტანდარტულად კონკურსი შედგება რამდენიმე შერჩევის ეტაპისგან, რომლის შერჩევის ტიპი დამოკიდებულია კონკრეტულ ვაკანსიაზე, ესენია:
ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.
ვაკანსიები ფინკა ბანკში
კოდი | პოზიცია | დეპარტამენტი | ადგილმდებარეობა | ხელშეკრულების ტიპი | მოქმედების ვადა |
---|---|---|---|---|---|
FA001 | ფინანსური ანალიტიკოსი | სათავო ოფისი | 21/01/2021 - 31/01/2021 | ||
ALO001 | ავტო სესხების ოფიცერი | თბილისი | 21/01/2021 - 31/01/2021 | ||
LOT003 | საკრედიტო ოფიცერი | თბილისი | 21/01/2021 - 31/01/2021 | ||
LOSA001 | საკრედიტო ოფიცერი | საჩხერე | 21/01/2021 - 31/01/2021 | ||
LOGO001 | საკრედიტო ოფიცერი | გორი | 22/01/2021 - 02/02/2021 | ||
CCOT001 | ქოლ ცენტრის ოპერატორი | სათავო ოფისი | დროებითი ხელშეკრულება | 22/01/2021 - 02/02/2021 |
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი იწვევს მოტივირებულ, შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს საკრედიტო ოფიცრებისა და კლიენტთა მომსახურების ოფიცრების სასწავლო კურსზე.
სასწავლო კურსის მსმენელებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ, მათზე მორგებულ პროგრამას; სწავლის პარალელურად, საშუალებას, რომ გამოიმუშაონ ხელფასი და ჰქონდეთ შემოსავალი სწავლის დაწყების პირველივე დღიდან; ბანკში დასაქმების შესაძლებლობას – საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება წარმატებულ კურსდამთავრებულებთან
სასწავლო კურსი არის უნიკალური შესაძლებლობა საბანკო/საფინანსო სფეროში კარიერის დაწყებისა და პროფესიული განვითარებისათვის.
დაიწყეთ და განავითარეთ კარიერა ფინკა ბანკში!