ისტორია2018-11-19T14:49:29+00:00

1998
ფინკა საქართველო, საერთაშორისო მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელის – FINCA International Inc.,-ის ფილიალი, გაიხსნა. პირველი სესხი გაიცა თბილისში 1998 წლის ივლისში.

2011
FINCA Microfinance Holding Company LLC. – პირველი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მიკროდაფინანსების საინვესტიციო ჰოლდინგი შეიქმნა და სს ფინკა საქართველო 2011 წლიდან FINCA Microfinance Cooperatief U.A.-ის ნაწილია, რომლის საბჭოში ისეთი აქციონერები შედიან, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe- გერმანიის განვითარების ბანკი, FMO- ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. FMH-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს FINCA Microfinance Holding Company LLC.

2013
2013 წლის აგვისტოში ფინკა საქართველომ საბანკო ლიცენზია მიიღო. ქართული კომერციული საბანკო სექტორის ახალი წევრი, სს ფინკა ბანკი საქართველო არის ძლიერი კაპიტალის მქონე ორგანიზაცია.

2015
2015 წლის თებერვლიდან ფინკა ბანკმა მომხმარებლებლებს საცალო სადეპოზიტო პროდუქტები შესთავაზა.

2015
ფინკა ბანკმა 20 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა, ლარის ნომინალური ღირებულების 200 ცალი ობლიგაციის ემისია განახორციელა. ობლიგაციებს წლიურად დაერიცხება ფიქსირებული 10,1% სარგებელი, რომლის გადახდაც ნახევარ წელიწადში ერთხელ მოხდება.ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებულ თანხას ემიტენტი – ფინკა ბანკი საქართველო, გამოიყენებს მიკრო და მცირე ბიზნესის ეროვნული ვალუტით დაფინანსებისა და შესაბამისი საკრედიტო ოპერაციების გაფართოების მიზნით, რაც თავის მხრივ მომხმარებლებს თავიდან ააცილებს სავალუტო რისკებს.

2015
ფინკა ბანკი საქართველოს პერსონალურ საბანკო მომსახურების სერვის ცენტრი გაიხსნა თბილისში.

2016
ფინკა ბანკ საქართველოს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა.

2017
FINCA-მ განაცხადა FINCA Impact Finance-ის ბრენდის ჩამოყალიბების შესახებ. ამ ბრენდის ქვეშ მსოფლიო მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ფინანსური ინსტიტუტია გაერთიანებული. ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია.