ინვესტორები2018-12-08T00:00:47+00:00

ფინკას ინვესტორები მკვეთრად განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად შეირჩნენ. ფინკა მხოლოდ მათთან თანამშრომლობს, ვინც მხარს უჭერს ორგანიზაციის მისიას და იზიარებს ჩვენს მიდგომას ფინანსურ სარგებელთან ერთად სოციალური სარგებლის მაქსიმიზაციასთან მიმართებაში. ფინკასთვის მნიშვნელოვანია პარტნიორებთან გრძელვადიანი და რენტაბელური სასესხო ურთიერთობების ჩამოყალიბება.

FINCA International არის ფინკას მიკროსაფინანსო ქსელის შემქმნელი. როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, იგი იყენებს შემოწირულობებს და დონორების რესურსებს, რათა განახორციელოს მისი მისია მსოფლიოს 21-ე ქვეყანაში. მომხმარებლების საჭიროებების შესწავლა და მათი შემოსავლების მონიტორინგი, მოხმარებლებზე ორიენტირებული პროდუქტების და სერვისების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მომხმარებელთა განათლების დონის გაზრდა და ინფორმირება, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხელშეწყობა – ეს FINCA International –ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია.

IFC, -საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და ორიენტირებულია განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე; საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის მისიაა, განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. სწორედ ამ მიზნით, IFC აფინანსებს განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტებს, ეხმარება განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებს საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან ფინანსური სახსრების მობილიზებაში და კონსულტირებას უწევს მათ, რაც თავისთავად მდგრადი განვითარების გარანტია.

საჯარო სამართლის ინსტიტუტი დაარსდა 1984 წელს. დღესდღეობით KfWBankengruppe -ის 80% – ის მფლობელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა, ხოლო 20 %-ის ფედერალური შტატები (“Länder”).KfWEntwicklungsbank KfWBankengruppe- ის ნაწილია და ამასთან, მისი სტრატეგიული კონსულტანტია განვითარების აქტუალურ საკითხებთან მიმართებაში. KfWEntwicklungsbank- ის ძირითად პრიორიტებებია: სიღარიბის შემცირება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ბუნებრივი რესურსების დაცვა და გლობალიზაციის ფორმირებაში წვლილის შეტანა.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია FMO არის ნიდერლანდების საერთაშორისო სამეწარმეო ბანკი. FMO ინვესტირებას ახდენს განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორისა და მეწარმეობის ზრდასა და განვითარებაში. ორგანიზაცია მიმართულია იმ სამი სექტორის მხარდაჭერასა და განვითარებაზე როგორიცაა: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგო სექტორი, აგრო ბიზნესი, კვებისა და წყლის სექტორი. 6.3 მილიარდიანი საინვესტიციო პორტფელით, FMO ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბილატერული კერძო სექტორის განვითარების ბანკია.

დაარსებულია 2003 წელს. ResponsAbility Social Investments AG წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას სოციალური ინვესტიციების მიმართულებით . მისი საქმიანობა მოიცავს მიკროსაფინანსო სექტორს, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების, სამართლიანი ვაჭრობისა და დამოუკიდებელი მედიის სფეროებს. მისი პროდუქტების საშუალებით, responsAbility განვითარებადი ქვეყნებისა და ბაზრების წარმომადგენლებს აძლევს წვდომას ბაზარზე, ინფორმაციასა და სხვა ისეთ მომსახურებებზე, რომელიც მათი განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

Triple Jump – ის მისიაა წვლილი შეიტანოს დამწყები ბაზრების მდგრად განვითარებაში, მიკრო და მცირე მეწარმეების თანაინვესტირების გზით. Triple Jump , კაპიტალისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის გზით, ესწრაფვის, მხარი დაუჭიროს სიცოცხლისუნარიან მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს განვითარების სამივე ეტაპზე(დამწყებ, განვითარებისა და ზრდასრულ ეტაპებზე) . მათი მიზანია, იმუშაონ დამწყებ ბაზარზე ეფექტური სოციალური ზეგავლენის მიმართულებით, სამეწარმეო სულისკვეთების ხელშეწყობის გზით .

Triodos Investment Management, Triodos Bank,- ის ფილიალია და მართავს 18 საინვესტიციო ფონდს, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 2012 წლის ბოლოს 2.2 მილიარდი შეადგინა.იგი აღიარებულია ინვესტირების სფეროს ლიდერად მთელ მსოფლიოში. Triodos Investment Management ის მისიაა, ფული პოზიტიური და მდგრადი ცვლილებებისაკენ მიმართოს. მისი, როგორც ინვესტორის, მიზანია, შეასრულოს კატალიზატორის როლი გარდამავალ ეკონომიკაში, სადაც პლანეტა და ადამიანები პირველ ადგილზეა.