თანხმობის ფორმა2019-01-04T17:05:50+00:00

ჩემთვის ცნობილია, რომ სესხზე განაცხადის გაკეთებისა და მისი დადასტურების უფლება მაქვს მხოლოდ საკუთარი სახელით, ამასთან, განაცხადში შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემები. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ განაცხადის სხვა პირის სახელით გაგზავნა შესაძლოა, გახდეს იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, რომელიც მოქმედებდა სხვისი სახელით.

1.  გამოვხატავ თანხმობას და უფლებას ვაძლევ სს ფინკა ბანკი საქართველოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს  წინამდებარე განაცხადში და კრედიტორთან დაცული ინფორმაცია, ასევე, ჩემ შესახებ საკრედიტო ბიუროებში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის.

გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, რომ მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული თანხმობა  არის ერთჯერადი და მოქმედია განცხადების ხელმოწერიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში.

შენიშვნა: ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირის შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია მომხმარებლისაგან/მონაცემთა სუბიექტისაგან თანხმობის  არსებობა მისი მონაცემების დამუშავებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება, მონიტორინგის მიზნებისათვის გადამოწმება).

2. ვეთანხმები, რომ ბანკი ასევე მონაცემების დამუშავებას განახორციელებს მომსახურების გაწევის/გაუმჯობესების და ასევე მარკეტინგული მიზნებისთვის; პერსონალური/განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მიწოდება სავალდებულოა, იმისათვის, რომ ბანკმა შეძლოს მომსახურება.