კოდი: JUNS001
მოქმედების ვადა: 08/05/2019 - 23/05/2019
ადგილმდებარეობა: თბილისი
პროგრამა:პოზიცია: ანდერრაიტინგის უმცროსი სპეციალისტი
დეპარტამენტი: სწრაფი სესხების ანდერრაიტინგის განყოფილება

  • უტარებს ანალიზს წარმოდგენილ საკრედიტო პროექტებს;
  • ამოწმებს პროექტისა და თანდართულ ფინანსურ უწყისში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეს;
  • აფასებს ფინანსურ, საბაზრო და სხვა რისკებს, რომელიც გავლენას ახდენს კლიენტის გადამხდელუნარიანობაზე;
  • აფასებს და ამტკიცებს/უარყოფს საკრედიტო განაცხადებს ლიმიტების ფარგლებში და ამზადებს შესაბამის დასკვნებს/ანგარიშგებებს;
  • საჭიროების შემთხვევაში ახდენს კომუნიკაციას სერვის ცენტრებთან რისკის შეფასების და სესხების დამუშავების პროცესში;
  • ამოწმებს კლიენტის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან;
  • ახდენს საკრედიტო დანაკარგებისა და თაღლითობის (fraud) შემთხვევების მინიმიზაციას საკრედიტო პროცესებისა და პროცედურების დაცვით;
  • ამზადებს შესაბამის რეპორტებს;
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • საკრედიტო ოფიცრად მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • საკრედიტო პროცესების კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • MS Word, MS Excel, MS Outlook-ის კარგი ცოდნა.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისების განხილვა და ა.შ.