კოდი: FDC/CSO001
მოქმედების ვადა: 26/06/2019 - 21/07/2019
ადგილმდებარეობა: სერვის ცენტრები
პროგრამა:პოზიცია: კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სასწავლო პროგრამა

ფინკა ბანკი საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სწავლების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სწავლების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლოთ კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პროფესიას.

თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

  • საოპერაციო პროდუქტები (ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები)
  • საკრედიტო პროდუქტები
  • გაყიდვების ტექნიკები
  • სალაროს ოპერაციები
  • მომსახურების სტანდარტი

პროგრამა არ არის  ანაზღაურებადი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე

პროგრამის სამუშაო განრიგი: შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, დეტალები შეთანხმდება ინდივიდუალურად კანდიდატებთან

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში.

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნაკაბელურობა;
  • კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

კონკურსი არის 2 ეტაპიანი და მოიცავს:

  • შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
  • ტესტირება
  • ინდივიდუალური გასაუბრება

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.