კოდი: CSODINT001
მოქმედების ვადა: 09/06/2021 - 23/06/2021
ადგილმდებარეობა: დმანისის ფილიალი
პროგრამის ხანგრძლივობა:ხელშეკრულების ტიპი: სტაჟირების პროგრამა
პროგრამა: პოზიცია: კლიენტთა მომსახურების ოფიცერი

ფინკა ბანკი საქართველო უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ და აცხადებს კლიენტთა მომსახურების ოფიცრის სტაჟირების პროგრამას შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

სტაჟირების პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლოთ კლიენტთა მომსახურების ოფიცრის პროფესიას.

თუ გხიბლავთ დინამიური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში.

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?
•საოპერაციო პროდუქტები (ანაბრები, ანგარიშები, გადარიცხვები, გზავნილები)
•საკრედიტო პროდუქტები
•გაყიდვების ტექნიკები
•სალაროს ოპერაციები
•მომსახურების სტანდარტი

•უზრუნველყოფს კლიენტთა მაღალი ხარისხით მომსახურებას, საბანკო ოპერაციების განხორციელებას, არასაკრედიტო და საკრედიტო საბანკო პროდუქტების შეთავაზებას და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას;
•უზრუნველყოფს არასაკრედიტო და საკრედიტო საბანკო პროდუქტების გაყიდვას, კლიენტების რაოდენობის და პორტფელის ზრდას გეგმის შესაბამისად; ასევე ასრულებს ჯვარედინ გაყიდვებს;
•აწვდის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ინფორმაციას პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. იღებს და პასუხობს კლიენტთა კითხვებს ანგარიშების, გადარიცხვების, მომსახურების ტარიფების შესახებ;
•ასრულებს ანგარიშების/დეპოზიტების/სესხის/ბარათების გახსნა/გაცემა და დახურვასთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ასახავს კლიენტის პერსონალურ და სხვა ტიპის ინფორმაციას საბანკო სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურის მიხედვით.
•ახორციელებს სალარო ოპერაციების პროგრამულ რეგისტრაციას; ახდენს ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების მიღება-გაცემას მხოლოდ შესაბამისი წესით, ახდენს ბანკნოტებისა და მონეტების ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრას,
•მონაწილეობს ახალი თანამშრომლის მომზადებაში, აკონტროლებს მის მიერ შესრულებულ ყველა ოპერაციას და ახდენს შეფასებას;
•ცვლის თანამშრომლებს სხვა სერვის ცენტრებში; პოზიცია მოითხოვს მივლინებას.

•უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
•სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო
•ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, კომუნაკაბელურობა;
•კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
•სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
•ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

სტაჟირების პროგრამა არ არის ანაზღაურებადი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე

პროგრამის სამუშაო განრიგი: შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, დეტალები შეთანხმდება ინდივიდუალურად კანდიდატებთან

სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

სააპლიკაციო ფორმა