კოდი: CMT001
მოქმედების ვადა: 14/05/2020 - 24/05/2020
ადგილმდებარეობა: თელავი
პროგრამა:პოზიცია: საკრედიტო მენეჯერი

 თქვენ თვლით, რომ გამოწვევები თქვენი და თქვენი გუნდის განვითარების შესაძლებლობაა

თქვენ ხართ ლიდერი, რომლის მიზანია ერთიანი გუნდის მართვა, მათი ენთუზიაზმის და სულისკვეთების მუდამ სიმაღლეზე ყოფნა, დასახული მიზნების შესრულებისთვის

თქვენ თვლით, რომ თქვენი ძლიერი მხარეა გაყიდვები გაზრდა, გაყიდვების გუნდის მართვა და შესაბამისი მაგალითებიც გაქვთ გასაზიარებელი

მაშინ მიიღეთ მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში საკრედიტო მენეჯერის პოზიციაზე თელავის სერვის ცენტრში.

  • მართავს საკრედიტო ექსპერტების გუნდს, შეიმუშავებს გუნდის სამუშაო გეგმას, ატარებს გუნდთან შეხვედრებს რათა გააცნოს სიახლეები;
  • მონაწილეობს საკრედიტო ექსპერტების შერჩევის პროცესში, აფასებს საკრედიტო ექსპერტების სამუშაოს მოთხოვნისამებრ მონაწილეობს პრომო და სხვა მარკეტინგულ აქციებში;
  • საჭიროებისამებრ ატარებს ბიზენს ანალიზს, მართავს  პორთფელს საკრედიტო პოლიტიკით და პროცედურებით გათვალისწინებული წესების თანახმად;
  • შეისწავლის საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენ ყველა დოკუმენტაციას, მონაწილეობს ყველა ტიპის საკრედიტო კომიტეტში, მისი თანამდებობრივი კომპეტენციით გათვალისწინებული სასესხო ლიმიტის ფარგლებში ატარებს კომიტეტს  და ამტკიცებს სესხს საბანკო სისტემაში შესაბამისი ავტორიზაციით;
  • უზრუნველყოფს საბანკო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტეს და თანხვედრას წარდგენილ დოკუმენტებთან;
  • ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს დაქვემდებარებული ექსპერტების საკრედიტო პორტფელის ხარისხზე და უზრუნველყოფს ხარისხის გაუმჯობესებას;
  • მოთხოვნისამებრ აკონტროლებს სალარო ოპერაციებს მათ შორის აკეთებს ნაშთის შედარებას;
  • მოთხოვნისამებრ ატარებს ტრენინგებს, მაგ. კლიენტის მომსახურება, გაყიდვების ტექნიკა, საკრედიტო სახელმძღვანელო, ქცევის კოდექსი და სხვა;
  • უწევს ქოუჩინგს სტაჟიორებს და არსებულ საკრედიტო ექსპერტებს;
  • ამზადებს და წარუდგენს ფილიალის მენეჯერს ანგარიშებს არსებული პოლიტიკის მიხედვით და მოთხოვნისამებრ;

ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალოებებს.

  • უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიური ან საბანკო-საფინანსო მიმართულებით;
  • მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში საკრედიტო მიმართულებით, მათ შორის 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • MS Word, MS Excel, MS Outlook-ის ცოდნა;
  • ქართული თავისუფლად, სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცონდა სალაპარაკო დონეზე.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.