კოდი: CFAT001
მოქმედების ვადა: 25/01/2019 - 09/03/2019
ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიცია: ფულადი სახსრების მოზიდვის კოორდინატორი

თუ ხართ წარმატებული გაყიდვების სფეროში და გაქვთ სურვილი და ამბიცია იყოთ არა მხოლოდ წარმატებული, არამედ გახდეთ N1 და მოიპოვოთ სათანადო აღიარება, უკვე გაქვთ საბანკო სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ხართ განვითარებაზე ორიენტირებული, მოქნილი და დინამიური, მნიშნელოვანია ნდობა  და გრძელვადიანი ურთიერთობა და იზიარებთ პასუხისმგებლიანი საბანკო მომსახურების პრიციპებს, მაშინ ფულადი სახსრების მოზიდვის  ოფიცრის ვაკანსია თქვენთვის არის!

ფულადი სახსრების მოზიდვის  კოორდინატორი უზრუნველყოფს კლიენტების მომსახურების მაღალ სტანდარტს, უზრუნველყოფს ახალი კლიენტების მოზიდვას გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით  (მეანაბარეები) და საკუთარი  სადეპოზიტო პორტფელის გეგმის შესრულებას. უზრუნველყოფს საკუთარი და რეგიონის  სერვისცენტრების სადეპოზიტო  პორტფელის  მუდმივ ზრდას.  ასევე უზრუნველყოს  არსებულ და ახალი კლიენტებისთვის სადეპოზიტო  და საცალო საბანკო პროდუქტების შეთავაზებას.  ახორციელებს რეპორტინგს ბანკის  შესაბამის თანამშრომლებთან, ახორციელებს მოზიდვების  აქტივობებს  კლიენტებთან, სამსახურებრივ ვიზიტებს და  ატარებს  პრეზენტაციებს; მართავს გაყიდვების განვითარების აქტივობებს და მონაწილეობს და ხელს უწყობს მარკეტინგული, პრომო კამპანიების განხორციელებას მოთხოვნისამებრ და კომპეტენციის ფარგლებში. ასრულებს თანამდებობასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.
  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო, საფინანსო ან ეკონომიკის სფეროში);
  • მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო/საფინანსო სექტორში; მათ შორის გაყიდვების მიმართულებით  მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS WORD, MS Excel) ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტების და სერვისების მაღალ დონეზე  ცოდნა;
  • კლიენტთა მომსახურების სტანდარტების მაღალ  დონეზე  ცოდნა;
  • ქართული და რუსული ენების სრულყოფილად (წერითი და ზეპირი კომუნიკაცია) ცოდნა და სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

სააპლიკაციო ფორმა