კოდი: FDC/LO
მოქმედების ვადა: 06/06/2019 - 23/06/2019
ადგილმდებარეობა: სერვის ცენტრები
პროგრამა:პოზიცია: საკრედიტო ოფიცრის პროგრამა

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრი აცხადებს მიღებას საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა ასაკის დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს პროფესიული კარიერა დაუკავშიროს საბანკო სფეროს.

თუ გხიბლავთ დინამიკური, მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო, არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა.

რას შეისწავლით პროგრამის მსვლელობისას?

  • საბანკო პროდუქტები
  • ფინანსური ანალიზი
  • გაყიდვების ტექნიკები
  • მომსახურების სტანდარტი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული
  • ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა;
  • კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე

ადგილმდებარეობა: ფინკა ბანკის სერვის ცენტრები

ანაზღაურება: სწავლების პროცესში ფიქსირებული ხელფასის სახით გთავაზობთ 200 ლარს. ასევე, თეორიულ კურსთან ერთად პრაქტიკულ კურსს გაივლით, რომლის დროსაც გექნებათ შესაძლებლობა დამატებით გამოიმუშავოთ გაყიდვების საკომისიო.

*თანხა არ ითვალისწინებს საპენსიო ფონდის გადასახადს, რომელის დაქვითვა და საპენსიო ფონდში გადარიცხვა მოხდება ხელფასის აღებისას

შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება შესაბამისი საშტატო ერთეულის არსებობის შემთხვევაში

როგორ ხდება შერჩევა?

კონკურსი არის 3 ეტაპიანია:

  • შესარჩევი სიის მომზადება (შემოსული განაცხადების გადარჩევა);
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

სააპლიკაციო ფორმა