კოდი: LOSAGINT001
მოქმედების ვადა: 10/06/2021 - 24/06/2021
ადგილმდებარეობა: საგარეჯოს ფილიალი
პროგრამის ხანგრძლივობა:ხელშეკრულების ტიპი: სტაჟირების პროგრამა
პროგრამა: პოზიცია: საკრედიტო ოფიცერი

თუ ფიქრობ კარიერა საბანკო სფეროში დაიწყო, თუმცა ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება ჯერ არ გაქვს, მაშინ, ახლა სწორ განაცხადს კითხულობ!
ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა არის საშუალება დაეუფლო საკრედიტო ოფიცრის პროფესიას და გაქვს რეალური შანსი, სწავლის პარალელურად, ჩაერთო გაყიდვების პროცესში და დასაქმდე.
რას ისწავლი?
•საბანკო პროდუქტებს;
•ფინანსურ ანალიზს;
•გაყიდვების ტექნიკებს;
•მომსახურების სტანდარტს.

•საკრედიტო ოფიცერი სწავლობს ბაზარს, ახორციელებს პოტენციური საბაზრო არეალის იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროდუქტების პრეზენტაციას;
•უწევს კონსულტაციას კლიენტებს, ახდენს მათი მოთხოვნების იდენტიფიცირებას და მოთხოვნების შესაბამისად სთავაზობს პროდუქტებს;
•ჯვარედინი გაყიდვების თუ გაყიდვების სხვა ტექნიკის გამოყენებით ახორიციელებს ფინკა ბანკი საქართველოს პროდუქტების გაყიდვას;
•ახორციელებს ბიზნესს ანალიზს და აფასებს საკრედიტო რისკებს;
•მართავს ხარისხიან საკრედიტო პორტფელს და ზრუნავს კლიენტთა მაღალი კმაყოფილების ხარისხის შენარჩუნებაზე.

•სასურველია უმაღლესი განათლება (ბოლო კურსის სტუდენტებსაც მივესალმებით);
•სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებული;
•ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა;
•კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
•სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
•ქართული ენის სრულყოფილად ფლობა. ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.

შესარჩევ სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან, ჩატარდება გასაუბრება (competency based interview).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გარკვეულ თანამდებობაზე გამოყენებული იქნება სხვადასხვა შესარჩევი ტექნიკა, როგორიც არის: ტესტირება, პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება, როლური თამაში, ქეისი განხილვა და ა.შ.

ფინკა ბანკი საქართველოში შრომითი ურთიერთობები წარმოებს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპით.

ფინკა ბანკი საქართველო გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, თვითრეალიზაციის შესაძლებლობას, კონკურენტუნარიან კომპენსაციას, ბენეფიტების მრავალფეროვან პაკეტებს და მრავალმხრივი კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

ფინკა ბანკი საქართველოში კანდიდატის წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა ფინკაში. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

სააპლიკაციო ფორმა