დეპოზიტის განაცხადი2018-09-26T12:44:10+00:00

გილოცავთ, რომ გადაწყვიტეთ დეპოზიტის გახსნა.

დღევანდელ სამყაროში ხარჯვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა, როგორც იტყვიან ბევრი „ცდუნებაა“, რაც ხელს გვიშლის დავიწყოთ თანხის დაზოგვა ჩვენი მიზნებისათვის. ხშირად, ხვალისთვის თანხის დაზოგვასა და დღევანდელი დანახარჯით მიღებულ სიამოვნებას შორის არჩევანის გაკეთებისას, ამ უკანასკნელს ვანიჭებთ უპირატესობას.

დაგვეთანხმებით, რომ შემოსავლის ნაწილის დაზოგვა ისეთივე აუცილებელია, როგორც გადასახადების გადახდა, ან სხვა ვალდებულებების შესრულება. დანაზოგის ბანკში განთავსება კი საუკეთესო შესაძლებლობაა, რადგან თანხა საიმედოდ ინახება და გარდა ამისა, საპროცენტო სარგებელიც ემატება.

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე მაღალ საპროცენტო სარგებელს გთავაზობთ -არ გადადოთ, დაისახეთ მიზანი, გახსენით ანაბარი და დაიწყეთ დაგროვება დღეს!