გაცნობებთ, რომ 21 მარტიდან  ინტერნეტ/მობაილ ბანკით სარგებლობისას მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანასთან ერთად, ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დაცვით დამატებით საჭიროა ერთჯერადი SMS კოდის შეყვანა, რომელსაც მიიღებთ  პირად მობილურ ნომერზე (რაც საბანკო სისტემაშია დაფიქსირებული).

*iOS მომხმარებელთა საყურადღებოდ – 21 მარტიდან მობაილ ბანკში შესვლამდე გთხოვთ, განაახლოთ მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან.

*ანდროიდის მომხმარებელთა საყურადღებოდ: მობაილ ბანკში შესვლისას მიიღებთ შეტყობინებას „ განაახლე აპლიკაცია იმისათვის რომ ისარგებლო მობაილ ბანკის მომსახურებით“, აირჩიეთ ღილაკი „ დიახ“, რის შემდეგაც განაახლეთ აპლიკაცია  Google play-დან.

აქვე განვმარტავთ, ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლა საჭიროა სხვადასხვა ტიპის ოპერაციებზე: 

  • ინტერნეტ/მობაილ ბანკის სისტემაში პირველად შესვლისას;
  • იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ/მობაილ ბანკში შესვლიდან გასულია 90 კალენდარული დღე;
  • იმ შემთხვევაში თუ გსურთ 90 დღეზე მეტი ხანდაზმულობის ტრანზაქციების ნახვა;
  • გადარიცხვების შესრულებისას, მათ შორის კომუნალურების გადახდისა (შიდა გადარიცხვების გარდა);
  • ინტერნეტ/მობაილ ბანკის პაროლის შეცვლისას;
  • ავტომატური დავალებების შექმნისას;
  • გადარიცხვის დავალების შექმნისას (იურიდიული პირების შემთხვევაში);
  • იმ შემთხვევაში, თუ ჩართული გაქვთ ინტერნეტ/მობაილ ბანკის სისტემაში ყოველ შესვლაზე ძლიერი ავთენტიფიკაციის გავლის ფუნქცია.

დახმარებისათვის დაგვიკავშირდით *4949

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით.