ძვირფასო მომხმარებლებო

4, 11, 18 და 25 აპრილს ფინკა ბანკის ფილიალები ვერ მოგემსახურებათ. ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს.

აღნიშნულ დღეებში სესხზე შენატანის განხორციელება, ასევე ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია სწრაფი გადახდის ტერმინალებით, ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით, ფინკა ბანკის ვებ გვერდზე ელ.გადახდების პლატფორმით.

ფინკა ბანკის სხვა სერვისებითა და პროდუქტებით სარგებლობა შესაძლებელია დისტანციური არხებით: ბარათები, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ქოლ ცენტრი *4949, ვებ გვერდი www.FINCA.ge

სისტემატურად ვატარებთ შესაბამის სადეზინფექციო სამუშაოებს, რომ დავიცვათ თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გთხოვთ მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ბანკში ვიზიტისაგან და ისარგებლეთ დისტანციური მომსახურების არხებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!