საჩხერეში ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა


11 ოქტომბერს, საჩხერეში, აღმაშენებლის #5-ში, ფინკა ბანკის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა, სადაც მომხმარებელს კომფორტული გარემო და სწრაფი მომსახურება დახვდებათ. გამორჩეულია სერვის ცენტრის ინტერიერის დიზაინი, რომლის მიზანია მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის მყუდრო და სასმიანოვნო გარემოს შექმნა.

სერვის ცენტრი ფინკა ბანკის რეგიონალურ ოპერაციათა მენეჯერმა ხათუნა ჭელიძემ და საჩხერის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა ერთობლივად გახსნეს. ხათუნა ჭელიძემ აღნიშნა, რომ ფინკა ბანკი უკვე 14 წელია საჩხერეშია და ეს ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის ეს რეგიონი.

დღეიდან საჩხერეში მომხმარებლებს განახლებული სერვის ცენტრიდან მოვემსახურებით და  სრულ საბანკო მომსახურებას გავუწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. პირებს. ველოდებით ჩვენს მომხმარებლებს და მოვუწოდებთ ისარგებლონ ჩვენი განახლებული პირობებით როგორც სესხებზე, ასევე დეპოზიტებზე” – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ. 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბენიამენ ფალავანდიშვილის თქმით, საჩხერეში თანამედროვე სტანდარტების სერვის ცენტრის გახსნა არის დამატებითი შესაძლებლობა ფერმერებისთვის და ყველა ადგილობრივისთვის, რომ ისარგებლონ მათზე მორგებული საბანკო პროდუქტებით და სერვისებით. „მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი აგრძელებს აქტიურობას ჩვენს რეგიონში, განახლებული სერვის ცენტრი ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე მეწარმეებს და ფერმერებს განვითარებაში“.  

საჩხერის სერვის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ  თვითმმართველობის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები, ფინკა ბანკის მომხმარებლები.   

ფინკა ბანკის სერვის ცენტრების განახლების პროცესი 2019 წელსაც გაგრძელდება.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი