საბავშვო ანაბარი

დაიწყეთ დაზოგვა ბავშვის უკეთესი მომავლისათვის და მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი!

საბავშვო ანაბრის პირობები

ვალუტა: GEL/USD/EUR;

წლიური საპროცენტო განაკვეთი: GEL 11.50% , USD 5.50%, EUR 3.5%.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: GEL 11.50% , USD 5.50%, EUR 3.5%.

ანაბრის მინიმალური ვადა: 2 წელი.

*ანაბრის გახსნა შესაძლებელია მაქსიმუმ 16 წლის პირისათვის.

*ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისას გაკეთებული დაშვება: მომხმარებელი ხსნის 1,000.00 ერთეულიან დეპოზიტს 01/01/2017-ში 216 თვით და არ ახდენს მომდევნო თვეებში თანხის შეტანას დეპოზიტზე

ანაბრის მაქსიმალური ვადა: ბავშვის სრულწლოვანებამდე.

მინიმალური შენატანი: 10 GEL/USD/EUR;

მაქსიმალური შენატანი: შეუზღუდავი;

ანაბარზე თანხის დამატება: შეუზღუდავი.

სარგებლის დარიცხვა: ყოველწლიური.

საბავშვო ანაბრის უპირატესობები

  • ანაბარზე თანხის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით;
  • ყოველთვიური დამატებით შენატანების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან;
  • ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და ნაღდი სახით შეტანილი თანხის განაღდება ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში უფასოა.
  • ყოველწლიურად დარიცხული სარგებელი ემატება ანაბრის ძირითად თანხას.

როგორ გავხსნათ საბავშვო ანაბარი

ანაბრის გასახსნელად გთხოვთ, ეწვიოთ ფინკა ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი

ვის შეუძლია გახსნას ანაბარი

ანაბრის გახსნა შეუძლია ბავშვის მშობელს, მეურვეს ან ნებისმიერ მესამე პირს, როგორც საქართველოს, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. ნებისმიერ დეპოზიტორ ფიზიკურ პირს თითოეულ კომერციულ ბანკში დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა  დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად 5,000 ლარის ფარგლებში აუნაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

საბავშვო დეპოზიტის კალკულატორი
თანხა
ყოველთვიური შენატანი
  
ვადა
გსურთ, გაიგოთ მეტი? დაგვიკავშირდით *4949 ან 2244949
 
 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი