1 სექტემბრიდან ფინკა ბანკში სესხების აქცია დაიწყო


1 სექტემბრიდან ფინკა ბანკში სესხების აქცია დაიწყო – ფინკა ბანკში სიახლეა, რომელიც სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას უკავშირდება.  გამარტივდა სესხის მიღების პროცედურებიც.

მათ, ვისაც მიზნის მიღწევისთვის 10 000 ლარამდე თანხა სჭირდებათ, შეუძლიათ ისარგებლონ საუკეთესო ახალი პირობებით ფინკა ბანკში. სესხები მორგებულია მომხმარებლის საჭიროებაზე –  მიზნიდან გამომდინარე, მომხმარებელი თავად ირჩევს სესხის თანხას, სესხის ვადას, საშეღავათო პერიოდს, ასევე გადახდის გრაფიკს, რომელიც მისი შემოსავლების მიხედვით იქმნება.

ფინკა ბანკის სესხების განახლებული პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც სერვის ცენტრებში, ასევე დისტანციურად, ნომერზე *4949.

ფინკა ბანკი – მეტი სარგებელი თქვენი მიზნებისათვის!

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი