ფინკა ბანკმა საინვესტიციო კომპანია “სიმბიოტიკსთან” 15 მილიონი ლარის შეთანხმება გააფორმა


ფინკა ბანკსა და მსოფლიოს ერთერთ წამყვან საინვესტიციო კომპანია „სიმბიოტიკს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ბანკი მცირე ბიზნესის დაკრედიტების გასაფართოებლად 15 მილიონ ლარს მიიღებს.

ფინკა ბანკის აღმასრულებელი დირექტორის ვუსალ ვერდიევის განცხადებით, ფინანსური რესურსი მოხმარდება ქვეყნის მასშტაბით მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. „ჩვენთვის ეს თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის საშუალებას გვაძლევს ჩვენი სამიზნე ჯგუფისთვის გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში. მსგავსი თანამშრომლობა სფეროს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ვუსალ ვერდიევმა.

„ჩვენი 12 წლიანი თანამშრომლობის პერიოდში ჩვენ ვნახეთ ფინკას ტრანსფორმაცია მიკროსაფინანსო ინსტიტუტიდან სრულყოფილ ბანკად, რომელმაც შეინარჩუნა მისია და მუშაობს, რომ შეამციროს სიღარიბე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ტრანზაქცია შედგა, რომელიც გაზრდის ფინკა ბანკის მხარდაჭერას მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, გააუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და ცხოვრების დონეს“ აღნიშნა დანიელ შრიბერმა, „სიმბიოტიკსის“ საინვესტიციო განყოფილების უფროსმა.

სიმბიოტიკსის შესახებ

„სიმბიოტიკსი“ არის წამყვანი საინვესტიციო პლატფორმა. გასული წლების განმავლობაში კომპანიამ უზრუნველყო 3300 საინვესტიციო ტრანზაქცია 4,1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, 384 კომპანიისთვის 79 განვითარებად ბაზრებზე 50 სხვადასხვა საინვესტიციო ფონდის და ინსტიტუტისგან.

შვეიცარიაში „სიმბიოტიკსი“ რეგისტრირებული აქტივების მენეჯმენტ კომპანიაა, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულია როგორც საინვესტიციო ფონდი და აქვს ოფისები მექსიკაში, ჰოლანდიაში, სინგაპურსა და სამხრეთ აფრიაკში, კომპანიაში დასაქმებულია 135 თანამშრომელი.

მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ www.symbioticsgroup.com

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სააქციო საზოგადოება ფინკა ბანკი საქართველო 20 წელია საფინანსო მომსახურებას უწევს ბიზნესის მქონე პირებს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში. ფინკა ბანკის კლიენტების 79% სოფლად მცხოვრებია, რომელთაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ და 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებო წყარო, სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.

ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ მისცენ შესაძლებლობა შექმნან უკეთესი მომავალი.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი