ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა


ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გამოდმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური – 9.73 %), ხოლო 12 თვის შემთხვევაში – წლიური 11% (ეფექტური 11%).

დღეისათვის ფინკა ბანკის საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველია იურიდიული პირებისთვისაც, მინიმალური  საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტზე იწყება 8,14%-დან (ეფექტური 8.94%), ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი  განისაზღვრება 10,74 % -ით (ეფექტური 10.22%).

ფინკა ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს, მათ შორის, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო და ანაბარი „მეტი სარგებელი“, რომელსაც ლარში განთავსების შემთხვევაში, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5% ერიცხება (ეფექტური 12.32%).

დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge

წელს ფინკა საქართველოს ბაზარზე ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და წლის ბოლომდე მომხმარებლებს მრავალ სიახლეს შესთავაზებს.

 
ფინკა ბანკი საქართველო FINCA Impact Finance ქსელის ნაწილია. FINCA Impact Finance-ის ქსელი მსოფლიოს მასშტაბით 21 მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ფინანსურ ინსტიტუტებს მოიცავს, რომელთა მიზანია სოციალურად პასუხისმგებელიანი ფინანსური მომსახურება გაუწიონ მცირე შემოსავლის მქონე მეწარმეებსა და მცირე ბიზნესის მფლობელებს და მათ უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. სს ფინკა ბანკი საქართველო (ს/კ.: 205235262) მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2013 წლის 6 აგვისტოს #590-ე განკარგულებით გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის საფუძველზე.
©2018 ფინკა ბანკი საქართველო
სამართლებრივი ინფორმაცია | მომხმარებლის დაცვა | USA Patriot Act | ობლიგაციების პროსპექტი